ინოვაციის ისტორია
ოჯახური ფასეულობებით გაჟღენთილი ჩვენი საქმე და ისტორია, იტალიაში, 50-ზე მეტი წლის წინ, ცხოველის ნუტრიციისადმი განსაკუთრებული ვნებით დაიწყო.
1965 წელს, ფრანჩესკო რუსომ, მეცხოველეობაზე სპეციალიზებული კომპანია - Russo Mangimi დააარსა.
მამის მისწრაფებები მისმა შვილებმაც გაიზიარეს. მათ სწორედ მამისგან ისწავლეს ნუტრიციის ღირებულებების დაფასება, ცხოველის და შესაბამისად, ინდივიდის კეთილდღეობის მთავარი მამოძრავებელი ძალის აღმოჩენა.
წლების განმავლობაში იზრდებოდა, როგორც ფრანჩესკოს ოჯახი, ასევე კომპანია.
1999 წელს, დოქტორი ანჯელო რუსო, ფრანჩესკოს ვაჟი, კომპანიონი ცხოველების საკვების წარმოებაზე ახალი პერსპექტივით გადაერთო: მან, მიზნად ცხოველთა ჯანმრთელობაზე ორიენტირებული და მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული საკვების შექმნა დაისახა.
ამ ამბიციურ გზას, დოქტორი რუსო, კატებისა და ძაღლების საკვების კვლევასა და ფორმულირებაზე ორიენტირებულ ინგლისურ კომპანია „ფარმინასთან“ კოლაბორაციით შეუდგა.
ძალიან მოკლე დროში, მომხმარებლის დადებითმა გამოხმაურებამ, კომპანიის მხრიდან, ტექნოლოგიურ კვლევებსა და პროდუქციის დახვეწაში სულ უფრო მეტი ინვესტიციები განაპირობა.
რუსო თანამშრომლობდა ისეთ წამყვან და დამოუკიდებელ კვლევით ინსტიტუტებთან, როგორიც არის ფრიდრიხ II-ის სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტის ცხოველთა კვების კათედრა.
ამის შემდეგ, დოქტორი რუსო Farmina Vet Research-ს აარსებს და ვეტერინარებისა და ცხოველთა კვების სპეციალისტების ჯგუფს აერთიანებს.
აღნიშნული გუნდის მიზანია, კომპანიონი ცხოველებისათვის საუკეთესო საკვების, მუდმივი და სისტემატური კვლევების წარმოება.
გარდა ამისა, Farmina-ს კვლევებისადმი ერთგულებამ, შესაძლებელი გახადა მეცნიერული პუბლიკაციების წარმოება ისეთ ავტორიტეტულ ჟურნალებთან თანამშრომლობით, როგორიც არის კემბრიჯის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „British Journal of Nutrition“.
მსოფლიოს მასშტაბით, Farmina– ს პროდუქტებზე მზარდმა მოთხოვნამ, კომპანიას კიდე უფრო მეტი ინვესტიციებისკენ უბიძგა.
დაიხვეწა ტექნოლოგიები და გაიხსნა ახალი ქარხნები იმ ბაზრების სიახლოვეს, სადაც სულ უფრო მეტად ითხოვდნენ Farmina– ს საკვებს, მისი უნიკალური თვისებების გამო.
დღეს, ჩვენ ვართ დიდი ოჯახი იტალიური გულით და ვერთიანდებით იმ დიადი ოცნების გარშემო, რომელიც ცხოველის მოყვარული ყველა ადამიანის გულშია: გავაბედნიეროთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, რადგან ჩვენი ბედნიერება მათზეა დამოკიდებული. ბედნიერია ცხოველი, ბედნიერი ხარ შენ.
ჩვენ დღესაც იგივე ოცნება გვაერთიანებს: ჩვენი შინაური ცხოველების კარგად ყოფნა და ხანგრძლივი სიცოცხლე