ტექნოლოგია და ხარისხის კონტროლი

მუდმივი ტექნოლოგიური განვითარება ჩვენი პროდუქტის ბუნებრივობისა და მაღალი ხარისხის ბაზისია.

Farmina-ში გვჯერა, რომ ტექნოლოგია ჩვენი მეგობარია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის, ჩვენი პროდუქტების გაუმჯობესების საშუალება ხდება.
ჩვენ ყოველთვის ვეძებთ უახლეს ინოვაციებს, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენი მისიის შესრულებაში: შევქმნათ ნატურალური პროდუქტი, რომლის ეფექტურობაც მეცნიერულად იქნება დამტკიცებული.
ჩვენი პროდუქტის წარმოებაში, ვიყენებთ ორ უნიკალურ ტექნოლოგიას და შეფუთვის სპეციალურ მეთოდს, რომელთა საშუალებითაც ვაუმჯობესებთ ხარისხს და ამასათანავე, ვინარჩუნებთ პროდუქტის ნატურალურობას. 

ტექნოლოგია

ორხრახნიანი ექსტრუდერი

ორხრახრიანი ექსტრუდერი ძირითადად ადამიანის საკვების პროდუქციაში გამოიყენება (მაგალითად, პასტა, ნამცხვრები და სხვ.) ერთ ხრახნიან სისტემასთან შედარებით +25%-ით უკეთესი შედეგი აქვს და უზრუნველყობს სახამებლის უკეთეს ჟელატინიზაციას, საკვები ნივთიერებების შემადგენელი ნაწილების ნაკლებ დენატურაციასა და უკეთეს მონელებას.

ვაკუუმური დანადგარი

ინოვაციური ვაკუუმური დანადგარის გამოყენებით, პროდუქტში დამატებული ლიპიდების (ცხიმების) ინტეგრაცია, უზრუნველყობს მათ მეტად ერთგვაროვან გადანაწილებას თითოეულ მარცვალში. აღნიშნული ტექნოლოგია შესაძლებლობას გვაძლევს ასევე, დავამატოთ საკვებს ვიტამინები დაბალი ტემპერატურის გამოყენებით, რაც ახდენს თერმული სტრესის პრევენციას და შესაბამისად, ახანგრძლივებს საკვები ღირებულების ეფექტიანობას - Farmina-ს ხანგრძლივი სიცოცხლის ციკლის ვიტამინების კონცეფცია.    

შეფუთვა დაცულ ატმოსფეროში

ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ შეფუთვის პროცესსაც. ჩვენ ვიყენებთ აზოტს,  არასტაბილურ გაზს, რომელიც შეფუთვის გახსნისთანავე ორთქლდება, თუმცა შეფუთვაში, ჟანგბადს ანაცვლებს, რაც თავიდან გვაცილებს ცხიმების ოქსიდაციასა და მათ ამძაღებას. აღნიშნული ტექნოლოგია, მარცვლების გარე სამყაროსგან სრულიად იზოლაციის წყალობით, საკვები ნივთიერებების ვარგისიანობის გარანტიას იძლევა და გამოიყენება ასევე,  ადამიანისთვის განკუთვნილი საკვების შეფუთვის პროცესშიც.

ხარისხის კონტროლი

პროდუქტის მკაცრი კონტროლი, მაქსიმალური ორგანოლეპტიკური და ნუტრიციული ხარისხისათვის.

ხარისხის კონტროლი უმნიშვნელოვანესია კვების ინდუსტრიაში. ის უზრუნველყობს მომხმარებლისათვის ორგანოლეპტიკური, ხარისხიანი და ახალი პროდუქტის მიწოდებას.
ჩვენი ხარისხის კონტროლის სისტემა, წარმოების მთლიანი ციკლის მონიტორინგს ახდენს. დაწყებული მომწოდებლების შერჩევიდან, დასრულებული ნედლეულითა და წარმოების ციკლის კონტროლით. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მკაცრ მონიტორინგს პროდუქტის დასრულების შემდეგ, მის გაგზავნასა და კონტროლის შემდეგი ეტაპის დაწყებამდე.

Farmina ძალიან დიდ ინვესტიციას დებს ხარისხის განგრძობით კონტროლშიც. ჩვენი გუნდი რეგულარულად ამოწმებს ყველა ნედლეულს და იმავე სახით, ყველა წარმოებული პარტია გადის ღრმა ანალიზს, რომელიც შესაძლებელია 18 თვემდე გაგრძელდეს. მკაცრი აუდიტორული პროცესის მეშვეობით,  ჩვენი თითოეული ნედლეული, მხოლოდ სერთიფიცირებული მომწოდებლისგან მოგვეწოდება.

წარმოების ყველა ციკლი კონტროლდება, რაც Farmina-ს შესაძლებლობას აძლევეს სწრაფად ჩაერიოს საჭიროების შემთხვევაში და აღადგინოს საკვების თითოეული შეფუთვის ისტორია.
დამატებით, ნედლეულისა და დასრულებული პროდუქტის NIR ანალიზი (ახლო ინფრაწითელი გამოსხივება),  შემოსული ნედლეულისა და გასული, დასრულებული პროდუქტის, რეალურ რეჟიმში, ერთდროულად მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა. ჩვენს შიდა ლაბორატორიას მხარს უჭერს გარე ლაბორატორიები, ყველა ასპექტში, დაკავშირებული საკვების უსაფრთხოებასთან, მკაცრად გაწერილი ანალიზის გეგმის მიხედვით. კონტროლის თვალსაზრისით, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ყველა იმ საქმიანობას, რომლებიც უზრუნველყოფენ მიკოტოქსინების და აფლატოქსინების გაჩენის პრევენციას.
 

ზუსტად დროულად

ჩვენი პროდუქტი ყოველთვის ახალია და მაქსიმალურად შენარჩუნებული აქვს ორგანოლეპტიკური და ნუტრიციული ხარისხი.
Farmina-ში შევიმუშავეთ სამუშაოს მეთოდი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენს ცხოველებს მივაწოდოთ ახლად დამზადებული პროდუქტი: ზუსტად დროულად. ჩვენი პროდუქტის წარმოება, მხოლოდ ჩვენი პარტნიორებისგან მიღებული შეკვეთის შემდეგ იწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, ვაწვდით სრულიად ახალ, საუკეთესო ორგანოლეპტიკური და ნუტრიციული ხარისხის პროდუქტს. ეს პროცესი შესაძლებლობას გვაძლევს, მივაწოდოთ ჩვენს პარტნიორებს პროდუქტი, რომელიც მხოლოდ 4 დღის წინ დამზადდა. არანაირი დეპოზიტი და არანაირი დასაწყობება - ჩვენი ეფექტური სამუშაო მეთოდი, გვაძლევს შესაძლებლობას, შემოგთავაზოთ მხოლოდ მაღალი ხარისხის საკვები.