რატომ ფარმინა?

Farmina არის ბუნებისა და მეცნიერების სრული ჰარმონია.  ჩვენი მისიაა შევქმნათ საუკეთესო ნატურალური ნუტრიციული სისტემა, რომლის ეფექტიანობაც მეცნიერულად იქნება დამტკიცებული. ჩვენ მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტებს ვარჩევთ, რომლებიც ოსტატურადაა შერჩეული და ჯანსაღი მეთოდებით  მომზადებული ჩვენს სამზარეულოში. კვების ექსპერტების მიერ დადგენილი მკაცრი წესების დაცვით, მათივე ცოდნის საფუძველზე, შევქმენით ხორცისმჭამელთა კვებით საჭიროებებზე მორგებული რაციონი.
 
ჩვენი საკვების შექმნასა და განვითარებაზე მიმართული განსაკუთრებული ზრუნვა და ყურადღება, მხოლოდ ოჯახში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომლის შთაგონებითაც დაიბადა სწორედ ჩვენი ნუტრიციული ფილოსოფია. ძაღლები და კატები ჩვენი ოჯახის ოთხფეხა წევრები არიან. ისინი ცხოვრობენ ისეთ სიყვარულში, რომელიც მხოლოდ სახლში შეიძლება შეიგრძნო. კვება, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათ კეთილდღეობას - შესაბამისად, ბედნიერებასა და სიამოვნებას, რომელსაც ისინი ყოველდღე გასცემენ. ამიტომაც ჩვენი საქმიანობის საძირკველია დევიზი: ბედნიერია ცხოველი. ბედნიერი ხარ შენ.

ჩვენი შთაგონების წყარო ბუნებაა
ბუნება, ჩვენი კეთილდღეობის უდიდესი წყაროა. სხვადასხვა საშუალებისა და მეთოდის გამოყენებით, ჩვენ სწორედ ამიტომ ვინარჩუნებთ საკვების თვისებებს, რომლებიც დედაბუნებამ გვიბოძა.

მხოლოდ ბუნებრივი ანტიოქსიდანტები
ჩვენს პროდუქტებში ბუნებრივ კონსერვანტებად ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტებია გამოყენებული.
შეიტყვეთ მეტი, ნატურალური ინგრედიენტების გამოყენების მნიშვნელოვნობის შესახებ.

შეფუთული დაცულ ატმოსფეროში
შეფუთვის ფაზაში, საკვების პარკში შეგვყავს აზოტი, რომელიც ცვლის ჟანგბადს და აღმოფხვრის ცხიმების ოქსიდაციისა და დამძაღების შესაძლებლობას. ეს ტექნიკა ფართოდ გამოიყენება ადამიანების ნუტრიციაში. რეალურად, აზოტი, ბუნებაში არსებული არასტაბილური გაზია, რომელსაც ყოველდღე ვსუნთქავთ.
 

 

მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ანტიოქსიდანტები
ჩვენს პროდუქტებში ბუნებრივ კონსევანტებად ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტებია გამოყენებული.
> Learn about the importance of using natural preservatives.

არავითარი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი

ჩვენი პროდუქცია არ შეიცავს არც ერთ პოტენციურად გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტს. მათ ნაცვლად ვიყენებთ ანცესტრალურ მარცვლეულს.

> რატომ ვირჩევთ არაგენმოდიფიცირებულ პროდუქტს

დამცავ გარემოში შენახვა
ჩვენი საკვების შესანახად შეფუთვის პროცესში ვიყენებთ ნიტროგენს. საკვების ტომრებში ნიტროგენის შეყვანით შესაძლებელია შიგნით არსებული ჟანგბადის გამოდევნა, რაც აღმოფხვრის ცხიმების ოქსიდაციისა და დამძაღების შესაძლებლობას. აღნიშნული ტექნოლოგია ფართოდ გამოიყენება ადამიანისთვის განკუთვნილი საკვების შეფუთვისას.
> გაიგეთ მეტი ბუნებრივი კონსერვნტების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ

მეცნიერება ჩვენი მეთოდია

რაკი ჩვენს საქმიანობაში მეცნიერების მიღწევებით ვხელმძღვანელობთ, საქმიანი ურთიერთობა დავამყარეთ ფრიდრიხ II-ის სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტის ცხოველთა კვების კათედრასთან. მეცნიერული სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენი საკვების ფორმულის საფუძვლად გამოყენებულია საჯარო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული და განხორციელებული კვლევების შედეგები.
უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პერიოდში, ჩვენი არაერთი მიმართულების კვლევა გამოქვეყნდა სხვადასხვა, მაღალი ბიბლიომეტრული ინდექსის მქონე, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.


Farmina-სა და ფრიდრიხ II-ის სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობამ, სათავე დაუდო Farmina Vet Research-ის გუნდს, რომელიც მიზნად ისახავს უახლესი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე,  ახალი საკვების ფორმულების შექმნას.

> გაიგეთ მეტი დაბალი გლიკემიური ინდექსის შესახებ.

„FARMINA“ - ბუნებისა და მეცნიერების სრული ჰარმონია

ბუნებისა და მეცნიერების აბსოლუტურმა შერწყმამ მიგვიყვანა ხორცისმჭამელთა კვებით საჭიროებებზე მორგებული, ისეთი რევოლუციური, ვეტერინარული ხაზის შექმნამდე, როგორიცაა Farmina Vet Life -ის ნატურალური კვება,   Natural & Delicious Prime ხაზი (მარცვლეულის გარეშე), N&D Low Ancestral Grain (მხოლოდ მონათესავე მარცვლეულით - იფქლი და შვრია), N&D Pumpkin  (ხაზი მარცვლეულის გარეშე, ცხოველური წარმოშობის ძალიან მაღალი პროცენტულობის ცილებითა (96%) და გოგრით), N&D Quinoa ( ფუნქციონალური საკვების ინოვაციური ხაზი, შექმნილი სპეციალური საჭიროებების მქონე ძაღლებისა და კატების კეთილდღეობის მხარდასაჭერად.) და N&D Ocean ( მხოლოდ ზღვის პროდუქტებისგან მიღებული ცხოველური ცილის შემცველობით (96-98%))