რჩევები კნუტების შესახებ

კნუტის აყვანა სიყვარულით სავსე გადაწყვეტილებაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თავის თავში მრავალწლიან პასუხისმგებლობას მოიცავს. სახლში ახალი კნუტის მოყავანა უზომოდ სასიხარულო მომენტია და ამავდროულად პასუხისმგებლობით აღსავსე. ამ დროს ბევრი ეჭვი ჩნდება. მითუმეტეს თუ ეს კნუტის აყვანის პირველი გამოცდილებაა. საჭიროა კნუტისთვის შესაფერისი და უსაფრთხო გარემოს მომზადება, სადაც ის თავისუფლად შეძლებს ახალ გარემოსთან შეჩვევას. თუმცა, ასევე უნდა გაითვალისწინოთ მისი მომავლის სხვა ისეთი ასპექტები, როგორებიცაა ჯანმრთელობა, კვება და წვრთნა. ამაში ცოტა ცნობისმოყვარეობაც დაგეხმარებათ.

პირველი შეხვედრა
 
მართალია კატები საკმაოდ დამოუკიდებელ არსებებად ითვლებიან, საჭირო ყურადღება მაინც არ უნდა მოვაკლოთ. როგორია კნუტის დასახვედრად მომზადების საუკეთესო გზა? პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ კნუტის ახალ სახლში მოყვანა დელიკატური სიტუაციაა და გარემო კნუტისთვის სრულიად უცხოა. შესაბამისად მას გარემოს საფუძვლიანად შესასწავლად და ნდობის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე დღე დასჭირდება. სწორედ ამიტომ, კნუტს სჭირდება თავის სივრცე, სადაც დაიმალება, გარემოს დააკვირდება და ნელნელა შეისწავლის. კნუტებს ბევრი ძილი სჭირდებათ. კატები, როგორც წესი, ძილის ჩემპიონები არიან და თავისი ცხოვრების ორ მესამედს ძილში ატარებენ.
 

მოაწესრიგე სივრცეები
 
იმისთვის, რომ კნუტმა დაუყოვნებლივ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, გირჩევთ მისთვის პირველივე წუთიდან გამოყოთ კუთხე. გამოუყავით სივრცე სადაც დაისვენებს, შეჭამს და დალევს. თუმცა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია კნუტისთვის ტუალეტის მოწყობა. ასე კნუტი პირველივე დღიდან მიეჩვევა ქვიშის გამოყენებას. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ტუალეტი ყოველდღე გავუსუფთავოთ და ქვიშა კვირაში ერთხელ გამოვცვალოთ. არ დაუდგათ საკვებისა და წყლის ჭურჭელი ტუელეტთან ახლოს. მიეცით კნუტს აკლიმატიზაციის და შეგუების დრო. ნუ დააძინებთ კნუტს იატაკზე. ცარიელი იატაკი მათთვის ზედემტად ცივია. სრული სიჩუმე კნუტისთვის შესაძლოა დაძაბულობის მომტანი იყოს, ამიტომაც შეგიძლიათ გვერდით დაუდოთ საათი. ისრების წიკწიკი კნუტს კომპანიონობას გაუწევს და თავს უსაფრთხოდაც აგრძნობინებს.
 

როგორ მოვიქცეთ კნუტთან
 
კატებს ხშირად აღწერენ როგორც დამოუკიდებელ და მარტოობის მოყვარულ ცხოველებად. სინამდვილეში კნუტის ცხოვრების პირველ თვეებში ფიზიკური კონტაქტი უმნიშვნელოვანესია. კნუტს რომ თქვენ მიმართ ნდობა ჩამოუყალიბდეს,  ხანდახან უნდა აიყვანოთ ხელში და მოეფეროთ. მსგავსი გზით უზრუნველყოფთ ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

კნუტების განათლება
 
კატები საკმაოდ აქტიური და განსაკუთრებით ცნომისმოყვარე ცხოველები არიან. სწორედ ამიტომ, საჭიროა სახლში მუდამ ჰქონდეთ გასართობი. თუ გსურთ თავიდან აირიდოთ ფარდებით, დივანით და სხვა ნივთებით თამაში, საჭიროა გართობის სწორი საშუალებები მიაწოდოთ კნუტს. კარგი გზაა სხვადასხვა თამაშები, თუმცა ისინი დროთა განმავლობაში ცვალეთ რომ კნუტის ცნობისმოყვარეობა შეინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია არ გამოიყენოთ ხელები კნუტის სათამაშოდ, თორემ მათზე თავდასხმას მიეჩვევა.

კნუტის სისუფთავე
 
კატები ძალიან სუფთა არსებები არიან და საკუთარ ჰიგიენას დღის განმავლობაში დამოუკიდებლად უვლიან. სწორედ ამიტომ არაა რეკომენდებული კატის მშრალი შამპუნით ან სხვა ქიმიური საშუალებებით დაბანა. გარდა იმისა რომ ეს პროცესი ხშირად არ მოსწონთ, შესაძლოა თავი სუფთად ვერ იგრძნონ, დაბანილი ტანი გაილოკონ და საპნის ნაწილაკები ორგანიზმში მოხვდეს. კნუტის სისუფთავის დასახმარებლად შეგიძლიათ ის რბილი, წყალში ოდნავ დასველებული ნაჭრით გაასუფთავოთ.

კნუტის ჯანმრთელობა
 
პირველი კვირის განმავლობაში აუცილებელია ვეტერინართან ვიზიტი, კნუტის ჯანმრთელობის შემოწმება და რეკომენდებული ვაქცინების გაკეთება. ეს ვაქცინებია მაგალითად FIV, FeLV და ქლამიდია. ასევე, კნუტის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე შესაძლოა საჭირო იყოს მისი დაცვა ისეთი პარაზიტებისგან, როგორებიცაა რწყილები, ტკიპები და კოღოები. ზედმეტი დოზის მიცემა რომ თავიდან აირიდოთ, ყოველთვის გაითვალისწინეთ ვეტერინარის მოცემული რჩევები. ვეტერინართან ვიზიტი ასევე კნუტის განათლებაშიც გამოგადგებათ. ასე მიეჩვევა სხვა ადამიანებს და მათთან კონტაქტს.
 
კნუტის ვაქცინებზე სასწრაფოდ წაყვანა დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ საშიში ინფექციური დაავადებები.

სწორი კვება
 
კვება თქვენს კნუტთან პირველივე დღეებში დაახლოებისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია. მნიშვნელოვანია სწორი და ხარისხიანი საკვების შერჩევა, თუმცა პირველ ეტაპზე გირჩევთ მიაწოდოთ ის საჭმელი, რომელსაც მიჩვეულია. ერთი საკვებიდან მეორეზე გადასვლა ეტაპობრივად სჯობს და ამ დროსაც აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ვეტერინარის მითითებები. კნუტს და ზრდასრულ კატას  განსხვავებული საკვები ნივთიერებებით გაჯერებული საჭმელი სჭირდებათ. კნუტს, როგორც წესი, უფრო დიდი მადაც აქვს და დღეში უფრო მეტჯერ ჭამა ესაჭიროება.

აღმოაჩინეთ N&D ხაზის კნუტის საკვები, თქვენი კნუტის საჭიროებებზე მორგებული საჭმელი.