N&D პრაიმი

ნუტრიციული სისტემა ხორცისმჭამელთათვის: მეცნიერულად შექმნილი ბუნების შესაბამისად.

წლების განმავლობაში, ცხოველების დაზიანების გარეშე ჩატარებულმა კვლევებმა (cruelty-free research) და ფედერიკო II-ის სახელობის, ნეაპოლის უნივერსიტეტის ცხოველთა ნუტრიციულ კათედრასთან თანამშრომლობამ,Farmina Vet Research -ის გუნდის შექმნამდე მიგვიყვანა. აღნიშნული გუნდი მუშაობს, ჩვენი ოთხფეხა ოჯახის წევრების ნუტრიციული სისტემის განვითარებაზე - ხორცისმჭამელ ბუნებაზე ფოკუსირებით: N&D Prime არის ნუტრიციული სისტემა ხორცისმჭამელთათვის, 98% ცხოველური წარმოშობის ცილების შემცველობითა და მარცვლეულის გარეშე. 
 

  • N&D მარცვლეულის გარეშე - გამოირჩევა დაბალი გლიკემიური ინდექსით, რადგან არ შეიცავს მარცვლეულს და შესაბამისად, დღის განმავლობაში, ენერგიის თანდათანობით გამოყოფის საშუალებას იძლევა;
  • მხოლოდ ნატურალური ანტიოქსიდანტები - ტოქოფეროლებით მდიდარი ექსტრაქტები, პროდუქტის ნატურალური კონსერვაციისთვის;
  • დამზადებულია გენმოდიფიცირების გარეშე;
  • გლუტენისგან თავისუფალი;
Natural & Delicious პრაიმ ფორმულა, საკვები მაღალი ტექნოლოგიური თვისებებით:

ხანგრძლივი სიცოცხლის ციკლის, მაღალი ხარისხის ვიტამინები: ვაკუუმური დანადგარის წყალობით, (ტექნოლოგია, რომლის საშუალებით, დაწნეხვისა და გამოშრობის პროცესის შემდეგ, ხდება ვიტამინების დამატება საკვებ მარცვლებში) ჩვენ თავიდან ვიცილებთ თერმულ და მექანიკურ სტრესს და ვუზრუნველყობთ საკვების სასარგებლო თვისებების ხანგრძლივად შენარჩუნებას.

შეფუთვა დაცულ ატმოსფეროში: ჩვენ ვიყენებთ აზოტს, შეფუთვაში ჟანგბადის ჩასანაცვლებლად, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ცხიმების ოქსიდაცია და შესაბამისად, მათი ამძაღება.  აღნიშნული ტექნოლოგია საკვები ნივთიერებების ვარგისიანობის გარანტიას იძლევა, მარცვლების გარე სამყაროსგან სრულიად იზოლაციის წყალობით და გამოიყენება ასევე,  ადამიანისთვის განკუთვნილი საკვების შეფუთვის პროცესშიც.