N&D გოგრა

რატომ გოგრა?
გოგრა არის ბოსტნეული, იტალიური სამზარეულოს ტიპიური შემადგენელი ნაწილი, განსაკუთრებული ნუტრიციული თვისებებით:

  • მდიდარი ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას
  • ეხმარება გულსისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებაში
  • ხსნადი ბოჭკოთი მდიდარი
ხაზი მარცვლეულის გარეშე : “N&D PUMPKIN”.

ხაზი მარცვლეულის გარეშე : “N&D PUMPKIN”.

ოთხფეხა ოჯახის წევრების ხორცისმჭამელი ბუნება, ჩვენი, სრულიად ნატურალური და მეცნიერულად გამოკვლეული საკვების განვითარების მთავარი ამოსავალი წერტილია.
კატები და ძაღლები, საკუთარი ბუნებით,  ხორცისმჭამელი არსებები არიან და ისინი არ საჭიროებენ ნახშირწყლების მაღალი შემცველობის კვებას. ამ ფილოსოფიაზე დაყრდნობით, ჩვენ განვავითარეთ საკვების ახალი ხაზი N&D Pumpkin,  პროდუქტის სრული ასორტიმენტით, შექმნილი მარცვლეულის გარეშე, 96% ცხოველური წარმოშობის ცილითა და გოგრის შემცველობით, რომელიც განსაკუთრებული ნუტრიციული დანიშნულებით გამოირჩევა.

N&D მარცვლეულის გარეშე - გამოირჩევა დაბალი გლიკემიური ინდექსით, რადგან არ შეიცავს მარცვლეულს და შესაბამისად, დღის განმავლობაში, ენერგიის თანდათანობით გამოყოფის საშუალებას იძლევა;
მხოლოდ ნატურალური ანტიოქსიდანტები - ტოქოფეროლებით მდიდარი ექსტრაქტები, პროდუქტის ნატურალური კონსერვაციისთვის;
დამზადებულია გენმოდიფიცირების გარეშე;
გლუტენისგან თავისუფალი;


Natural & Delicious გოგრის ფორმულა, საკვები მაღალი ტექნოლოგიური თვისებებით:

ხანგრძლივი სიცოცხლის ციკლის, მაღალი ხარისხის ვიტამინები: ვაკუუმური დანადგარის წყალობით, (ტექნოლოგია, რომლის საშუალებით, დაწნეხვისა და გამოშრობის პროცესის შემდეგ, ხდება ვიტამინების დამატება საკვებ მარცვლებში) ჩვენ თავიდან ვიცილებთ თერმულ და მექანიკურ სტრესს და ვუზრუნველყობთ საკვების სასარგებლო თვისებების ხანგრძლივად შენარჩუნებას.

შეფუთვა დაცულ ატმოსფეროში: ჩვენ ვიყენებთ აზოტს, შეფუთვაში ჟანგბადის ჩასანაცვლებლად, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ცხიმების ოქსიდაცია და შესაბამისად, მათი ამძაღება.  აღნიშნული ტექნოლოგია საკვები ნივთიერებების ვარგისიანობის გარანტიას იძლევა, მარცვლების გარე სამყაროსგან სრულიად იზოლაციის წყალობით და გამოიყენება ასევე,  ადამიანისთვის განკუთვნილი საკვების შეფუთვის პროცესშიც.