N&D ქინოა

N&D QUINOA -  ფუქციური საკვები მარცვლეულის გარეშე, თქვენი ცხოველის ჯანმრთელობის ხელშესაწყობად. 

N&D Quinoa არის Farmina-ს მიერ შემუშავებული ფუნქციური საკვები, შექმნილი სპეციფიური საჭიროების მქონე, ძაღლებისა და კატების ჯანმრთელობის ხელშესაწყობად. აღნიშნული ხაზის არც ერთი ფორმულა არ შეიცავს  მარცვლეულს, შეიცავს 90% ცხოველური წარმოშობის ცილას და ქინოას - ფუნქციონალურ სუპერფუდს, უმნიშვნელოვანესი ნუტრიციული თვისებებით, რომელიც ხელს უწყობს კომანიონი ცხოველების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

რატომ ქინოა?

ქინოა არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით მდიდარი საკვები:

✔ეხმარება ორგანიზმს საკვების სწორად მონელებასა და გადამუშავებაში, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის გამართულ მუშაობას;
✔მდიდარია სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი ამინო-მჟავებითა და ნატურალური ანტიოქსიდანტებით;
✔აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი;
✔გლუტენისგან თავისუფალი;
✔გააჩნია ბევრად მდიდარი ნუტრიციული თვისებები, ვიდრე მარცვლეულს
✔არის ორგანული და წარმოებული იტალიაში

ბუნებრივი მეურნეობა

ქინოა ბოსტნეულია, რომელიც ბუნებრივად რეზისტენტულია და არ საჭიროებას სპეციალურ მოვლას მეურნეობის დროს. შესაბამისად, არის უფრო ჯანმრთელი და ნატურალური ბოსტნეული.

ცილის მაღალი შემცველობა

ქინოა იდეალურად ჯდება Farmina-ს ხორცისმჭამელთა ნუტრიციული სისტემის ფილოსოფიაში, რადგან შედგება 13% მაღალი ბიოლოგიური ღირებულების ცილებით, რომლებიც, თავის მხრივ მდიდარია კარგად დაბალანსებული ამინო მჟავებით, რაც, ზოგადად, ძალიან იშვიათი თვისებაა ბოსტნეულისთვის.
 

ცილების ძირითადი წყაროს ბიოლოგიური ღირებულება
  ცილა % ბიოლოგიური ღირებულება
კვერცხი 12.5 100
ხორცი 22 80
თევზი 19 78
ქინოა 13.1 75
 

პირველი კლასის ინგრედიენტები სპეციალურად შერჩეული პარტნიორებისგან

Farmina იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს, რომლებიც კლიმატისა და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებითაა მოპოვებული.  შესაბამისად, ჩვენ ვქმნით მაღალი ბიოლოგიური ღირებულების საკვებს, რომლებიც ნატურალურად მდიდარია საკვები ნივთიერებებით და ზუსტად ეხმიანება ჩვენი ოთხფეხა ოჯახის წევრების სპეციალურ  საჭიროებებს.

Natural & Delicious Quinoaსაკვები მაღალი ტექნოლოგიური თვისებებით:

ხანგრძლივი სიცოცხლის ციკლის, მაღალი ხარისხის ვიტამინები: ვაკუუმური დანადგარის წყალობით, (ტექნოლოგია, რომლის საშუალებით, დაწნეხვისა და გამოშრობის პროცესის შემდეგ, ხდება ვიტამინების დამატება საკვებ მარცვლებში) ჩვენ თავიდან ვიცილებთ თერმულ და მექანიკურ სტრესს და ვუზრუნველყობთ საკვების სასარგებლო თვისებების ხანგრძლივად შენარჩუნებას.

შეფუთვა დაცულ ატმოსფეროში: ჩვენ ვიყენებთ აზოტს, შეფუთვაში ჟანგბადის ჩასანაცვლებლად, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ცხიმების ოქსიდაცია და შესაბამისად, მათი ამძაღება.  აღნიშნული ტექნოლოგია საკვები ნივთიერებების ვარგისიანობის გარანტიას იძლევა, მარცვლების გარე სამყაროსგან სრულიად იზოლაციის წყალობით და გამოიყენება ასევე,  ადამიანისთვის განკუთვნილი საკვების შეფუთვის პროცესშიც.

N&D QUINOA ურინარი

სპეციალური ფორმულა საშარდე გზების მხარდასაჭერად.

ძირითადი თვისებები:

  • ხელს უწყობს შარდის ჯანსაღ pH ბალანსს
  • მაგნეზიუმის დაბალი დონე (Mg) 0.08%
  • ცილის დაბალი დონე
 

N&D QUINOA ბეწვი & კანი

სპეციალური ფორმულა ბეწვისა და კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ძირითადი თვისებები:

  • L.I.D. ერთი სახეობის (single novelty) ცილა
  • ქათმის გარეშე
  • ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები

N&D QUINOA წონის მენეჯმენტი

იდეალური წონის ხელშესაწყობად და შესანარჩუნებლად.

ძირითადი თვისებები:

  • ცხიმის დაბალი დონე
  • ბოჭკოს მაღალი შემცველობა
  • დაბალი გლიკემიური ინდექსი

N&D QUINOA კუჭ-ნაწლავის სწორი მოქმედებისთვის

მარტივად გადამუშავებადი საკვები, კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.

ძირითადი თვისებები:

  • 90%-ზე მაღალი გადამუშავების დონე
  • მარტივად გადამუშავებადი ცხიმები
  • პრებიოტიკებით მდიდარი (ხსნადი ბოჭკო)