N&D QUINOA - ფუქციური საკვები მარცვლეულის გარეშე, თქვენი ცხოველის ჯანმრთელობის ხელშესაწყობად.
N&D Quinoa არის Farmina-ს მიერ შემუშავებული ფუნქციური საკვები, შექმნილი სპეციფიური საჭიროების მქონე, ძაღლებისა და კატების ჯანმრთელობის ხელშესაწყობად. აღნიშნული ხაზის არც ერთი ფორმულა არ შეიცავს მარცვლეულს, შეიცავს 90% ცხოველური წარმოშობის ცილას და ქინოას - ფუნქციონალურ სუპერფუდს, უმნიშვნელოვანესი ნუტრიციული თვისებებით, რომელიც ხელს უწყობს კომანიონი ცხოველების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
რატომ ქინოა?
ქინოა არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით მდიდარი საკვები:
✔ეხმარება ორგანიზმს საკვების სწორად მონელებასა და გადამუშავებაში, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის გამართულ მუშაობას;
✔მდიდარია სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი ამინო-მჟავებითა და ნატურალური ანტიოქსიდანტებით;
✔აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი;
✔გლუტენისგან თავისუფალი;
✔გააჩნია ბევრად მდიდარი ნუტრიციული თვისებები, ვიდრე მარცვლეულს
✔არის ორგანული და წარმოებული იტალიაში
ბუნებრივი მეურნეობა
ქინოა ბოსტნეულია, რომელიც ბუნებრივად რეზისტენტულია და არ საჭიროებას სპეციალურ მოვლას მეურნეობის დროს. შესაბამისად, არის უფრო ჯანმრთელი და ნატურალური ბოსტნეული.
ცილის მაღალი შემცველობა
ქინოა იდეალურად ჯდება Farmina-ს ხორცისმჭამელთა ნუტრიციული სისტემის ფილოსოფიაში, რადგან შედგება 13% მაღალი ბიოლოგიური ღირებულების ცილებით, რომლებიც, თავის მხრივ მდიდარია კარგად დაბალანსებული ამინო მჟავებით, რაც, ზოგადად, ძალიან იშვიათი თვისებაა ბოსტნეულისთვის.
ცილების ძირითადი წყაროს ბიოლოგიური ღირებულება | ||
ცილა % | ბიოლოგიური ღირებულება | |
კვერცხი | 12.5 | 100 |
ხორცი | 22 | 80 |
თევზი | 19 | 78 |
ქინოა | 13.1 | 75 |
Natural & Delicious Quinoa - საკვები მაღალი ტექნოლოგიური თვისებებით:
ხანგრძლივი სიცოცხლის ციკლის, მაღალი ხარისხის ვიტამინები: ვაკუუმური დანადგარის წყალობით, (ტექნოლოგია, რომლის საშუალებით, დაწნეხვისა და გამოშრობის პროცესის შემდეგ, ხდება ვიტამინების დამატება საკვებ მარცვლებში) ჩვენ თავიდან ვიცილებთ თერმულ და მექანიკურ სტრესს და ვუზრუნველყობთ საკვების სასარგებლო თვისებების ხანგრძლივად შენარჩუნებას.
შეფუთვა დაცულ ატმოსფეროში: ჩვენ ვიყენებთ აზოტს, შეფუთვაში ჟანგბადის ჩასანაცვლებლად, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ცხიმების ოქსიდაცია და შესაბამისად, მათი ამძაღება. აღნიშნული ტექნოლოგია საკვები ნივთიერებების ვარგისიანობის გარანტიას იძლევა, მარცვლების გარე სამყაროსგან სრულიად იზოლაციის წყალობით და გამოიყენება ასევე, ადამიანისთვის განკუთვნილი საკვების შეფუთვის პროცესშიც.
N&D QUINOA ურინარი
სპეციალური ფორმულა საშარდე გზების მხარდასაჭერად.
ძირითადი თვისებები:
N&D QUINOA ბეწვი & კანი
სპეციალური ფორმულა ბეწვისა და კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ძირითადი თვისებები:
N&D QUINOA წონის მენეჯმენტი
იდეალური წონის ხელშესაწყობად და შესანარჩუნებლად.
ძირითადი თვისებები:
N&D QUINOA კუჭ-ნაწლავის სწორი მოქმედებისთვის
მარტივად გადამუშავებადი საკვები, კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.
ძირითადი თვისებები: