ქუქი-ფაილების პოლიტიკა

ქუქი-ფაილების პოლიტიკა

ქუქი-ფაილები წარმოადგენს კოდის ნაწილებს, რომლებიც დაინსტალირებულია ბრაუზერში და ეხმარება Farmina Georgia-ს (შემდეგში - მესაკუთრე ან ფარმინა) აღწერილი მიზნების შესაბამისად სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაში. მიზეზებიდან ზოგიერთი, რომლის გამოც ინსტალირდება ქუქი-ფაილები, საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას.

იქ, სადაც ქუქი ფაილების ინსტალაცია ეფუძნება თანხმობას, შესაძლებელია ამგვარი თანხმობის ნებისმიერ მომენტში შეუზღუდავად გაუქმება, თუკი დაცული იქნება წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მითითებები.
 
ტექნიკური და აგრეგირებული სტატისტიკური მიზნების მომსახურე ქუქი ფაილები
  • სერვისის ფუნქციონირებისთვის მკაცრად აუცილებელი აქტივობა
ფარმინა იყენებს ქუქი-ფაილებს იმისთვის, რომ შეინახოს მომხმარებლის სეანსი და განახორციელოს ფარმინას მუშაობისათვის მკაცრად აუცილებელი სხვა აქტივობები, მაგალითად, ტრაფიკის განაწილება.
  • პრიორიტეტებთან, ოპტიმიზაციასა და სტატისტიკასთან დაკავშირებული აქტივობა
ფარმინა იყენებს ქუქი-ფაილებს პრიორიტეტების შენახვისა და მომხმარებლის საძიებო გამოცდილების ოპტიმიზაციის მიზნით. მაგალითად, ამ ქუქი-ფაილებს მიეკუთვნება ფაილები, რომელთა მეშვეობით ხდება პრიორიტეტული ენისა და ვალუტის დაყენება, ან ხორციელდება უშუალოდ საიტის მესაკუთრის მიერ დასაქმებული, პირველი მხარის სტატისტიკის მენეჯმენტი.
 
სხვა ტიპის ქუქი-ფაილები და მესამე მხარეებირომლებიც აყენებენ ქუქი-ფაილებს

ქვემოთ ჩამოთვლილი სერვისებიდან ზოგიერთი, სტატისტიკური მონაცემების შეკრებას ახორციელებს ანონიმური და აგრეგირებული გზით. გამომდინარე მათი თავისებურებებიდან, ეს სერვისები შეიძლება არ საჭიროებდეს მომხმარებლის ნებართვას ან იმართებოდეს უშუალოდ მესაკუთრის მიერ მესამე მხარეთა დახმარების გარეშე.

თუკი ქვემოთ ჩამოთვლილ ინსტრუმენტთაგან, რომელიმე შედის მესამე მხარის მიერ ოპერირებულ სერვისებში, შესაძლებელია მათი, არა მხოლოდ აქ მითითებულ შემთხვევებში გამოყენება, არამედ მესაკუთრესთან შეუთანხმებლად მომხმარებლის საძიებო ჩვევების გაკონტროლების მიზნით მათი დამუშავებაც. გთხოვთ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გაეცნოთ ჩამოთვლილი სერვისების უსაფრთხოების პოლიტიკას.
  • ანალიტიკა
ამ განყოფილებით გათვალისწინებული სერვისები, აძლევს მესაკუთრეს ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგისა და გაანალიზების უფლებამოსილებას. ამასთან, შესაძლებელია მათი მეშვეობით მომხმარებლის ქცევაზე თვალის მიდევნებაც.
 
Facebook რეკლამების გარდაქმნაზე თვალის მიდევნება (Facebook, Inc.). Facebook რეკლამების გარდაქმნაზე თვალის მიდევნება წარმოადგენს Facebook, Inc.-ის მიერ უზრუნველყოფილ ანალიტიკურ სერვისს, რომელიც მონაცემებს Facebook-ის სარეკლამო ქსელიდან აკავშირებს ფარმინას ვებ-საიტებზე განხორციელებულ აქტივობებთან.

შეკრებილი პერსონალური მონაცემები: ქუქი-ფაილები და გამოყენების შესახებ მონაცემები

დამუშავების ადგილი: საქართველოPrivacy Policy.
 
Google Analytics ანონიმიზირებული IP-მისამართით (Google Inc.).
Google Analytics წარმოადგენს Google Inc. (“Google”)-ის მიერ უზრუნველყოფილ სერვისს. Google შეკრებილ მონაცემებს იყენებს ფარმინას ვებ-საიტებით სარგებლობის კონტროლისა და შემოწმების, მისი აქტივობების შესახებ ანგარიშების მომზადებისა და ამ ანგარიშების Google-ის სხვა სერვისებთან გაზიარების მიზნით. 

Google-მა შეიძლება განახორციელოს მონაცემთა შეკრება საკუთარი სარეკლამო ქსელის კონტექსტუალიზაციისა და პერსონალიზაციისთვის.
Google Analytics-ის ამგვარი ინტეგრაცია უზრუნველყოფს თქვენი IP-მისამართის ანონიმურობას. მისი მუშაობა გულისხმობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ან ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ ხელშეკრულების ხელმომწერ სხვა სახელმწიფოებში, მომხმარებელთა IP-მისამართების შემოკლებას. სრული IP-მისამართი შეიძლება გაეგზავნოს Google-ის სერვერს და შემოკლდეს აშშ-ში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
 
შეკრებილი პერსონალური მონაცემები: ქუქი-ფაილები და გამოყენების შესახებ მონაცემები

დამუშავების ადგილი: საქართველო - კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
 
  • გარე პლატფორმების კონტენტის გამოტანა ეკრანზე
ამგვარი სერვისი მოგცემთ შესაძლებლობას, უშუალოდ ფარმინას ვებ-საიტიდან ნახოთ გარე პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი და განახორციელოთ მასთან ინტერაქცია.

მიუხედავად ამისა, ამგვარი სერვისი შეიძლება ახორციელებდეს ვებტრაფიკის შესახებ მონაცემთა შეკრებას იმ გვერდებისთვის, რომლებზეც იგი დაინსტალირებულია, მაშინაც კი, როდესაც მომხმარებლები არ იყენებენ მას.
 
Instagram ვიჯეტი (Instagram, Inc.).
Instagram-ი წარმოადგენს Instagram, Inc.-ის გამოსახულების ვიზუალიზაციის სერვისს, რომელიც ფარმინას აძლევს ამ სახის კონტენტის მის გვერდებზე გაერთიანების შესაძლებლობას.
 
შეკრებილი პერსონალური მონაცემები: ქუქი-ფაილები და გამოყენების შესახებ მონაცემები

დამუშავების ადგილი: საქართველო -  კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
 
ინტერაქცია გარე სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებთან
 
ამ ტიპის სერვისი, შესაძლებელს ხდის, ფარმინას გვერდებიდან სოციალურ ქსელებსა და სხვა გარე პლატფორმებთან უშუალო ინტერაქციას.
ფარმინას მეშვეობით განხორციელებული ინტერაქცია და ამავე გზით მიღებული ინფორმაცია, თითოეული სოციალური ქსელისთვის ყოველთვის ექვემდებარება მომხმარებლის კონფიდენციალურობის პარამეტრებს.
მიუხედავად ამისა, ამ ტიპის სერვისი, შესაძლოა ახორციელებდეს ტრაფიკის შესახებ ინფორმაციის შეკრებას იმ გვერდებისთვის, რომლებზეც ის დაინსტალურებულია მაშინაც კი, როდესაც მომხმარებელი არ იყენებს მას.


შეკრებილი პერსონალური მონაცემები: ქუქი-ფაილები და გამოყენების შესახებ მონაცემები
დამუშავების ადგილი: საქართველო -  კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
 
Facebook-ის Like - ღილაკი და სოციალური ვიჯეტები
Facebook-ის Like - ღილაკი და სოციალური ვიჯეტები წარმოადგენს სერვისებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის Facebook, Inc.-ის მიერ შემოთავაზებულ Facebook-ის სოციალურ ქსელთან ინტერაქციის შესაძლებლობას.

შეკრებილი პერსონალური მონაცემები: ქუქი-ფაილები და გამოყენების შესახებ მონაცემები

დამუშავების ადგილი: საქართველო -  კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
 
  • რემარკეტინგი და ქცევითი თარგეთინგი
ამ ტიპის სერვისი, ფარმინასა და მის პარტნიორებს, აძლევს მომხმარებლის მიერ ფარმინას ვებ-გვერდებით წარსულში სარგებლობის ანალიზის საფუძველზე, ინფორმირებული და ოპტიმიზებული რეკლამის წარმოების შესაძლებლობას.
აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება ქუქი-ფაილების მეშვეობით გამოყენების შესახებ მონაცემების კონტროლის გზით, ასევე იმ პარტნიორებისთვის გადაცემული ინფორმაციის კონტროლის მეშვეობით, რომლებიც მარკეტინგულ და ქცევით თარგეთინგს ახორციელებენ.

გარდა იმისა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი სერვისები მომხმარებელს გამორთვის შესაძლებლობას სთავაზობს, Network Advertising Initiative opt-out page –ზე შესვლით მომხმარებელი ასევე შეიძლება გამოეთიშოს მესამე მხარის სერვისების მიერ ქუქი-ფაილების გამოყენებას.

AdWords Remarketing (Google Inc.).
AdWords Remarketing წარმოადგენს Google Inc.-ის მიერ უზრუნველყოფილ რემარკეტინგისა და ქცევითი თარგეთინგის სერვისს, რომელიც ფარმინას აქტივობას აკავშირებს Adwords-ის სარეკლამო ქსელსა და Doubleclick Cookie-სთან.


შეკრებილი პერსონალური მონაცემები: ქუქი-ფაილები და გამოყენების შესახებ მონაცემები

დამუშავების ადგილი: საქართველო - კონფიდენციალურობის პოლიტიკა– უარის თქმა.

Facebook Remarketing (Facebook, Inc.).
Facebook Remarketing წარმოადგენს რემარკეტინგისა და ქცევითი თარგეთინგის  Facebook, Inc.-ის მიერ უზრუნველყოფილ სერვისს, ფარმინას აქტივობას აკავშირებს Facebook-ის სარეკლამო ქსელთან.

შეკრებილი პერსონალური მონაცემები: ქუქი-ფაილები და გამოყენების შესახებ მონაცემები.

დამუშავების ადგილი: საქართველო -  კონფიდენციალურობის პოლიტიკა– უარის თქმა.

ქუქი-ფაილების ინსტალაციაზე თანხმობის გამოთქმა, ან უარი მასზე

ამ დოკუმენტით, განსაზღვრული შესაძლებლობების გარდა, მომხმარებელს ასევე შეუძლია უშუალოდ თავისი ბრაუზერიდან მართოს ქუქი-ფაილებთან დაკავშირებული თავისი პრიორიტეტები და აღკვეთოს, მაგალითად, მესამე მხარეების მიერ ქუქი-ფაილების ინსტალაცია.
ბრაუზერის პრიორიტეტების მეშვეობით, ასევე შესაძლებელია, წარსულში დაინსტალირებული ქუქი-ფაილების წაშლაც, მათ შორის იმ ქუქი-ფაილებისა, რომლებიც შეიძლება ინახავდეს ქუქი-ფაილების ინსტალაციის შესახებ ამ ვებგვერდისთვის მიცემულ თავდაპირველ თანხმობას.

ინფორმაცია ქუქი-ფაილების მართვის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ბრაუზერებზე შემდეგ მისამართებზე: Google ChromeMozilla FirefoxApple Safari და Microsoft Internet Explorer.

რაც შეეხება მესამე მხარეთა მიერ ინსტალირებულ ქუქი-ფაილებს, მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი პრიორიტეტების მართვა და თანხმობის გაუქმება, უართან დაკავშირებულ ლინკზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაჭერით, მესამე მხარის უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში შეთავაზებული საშუალებების გამოყენებით ან მესამე მხარესთან დაკავშირების გზით.

ზემოთქმულის მიუხედავად, მესაკუთრე აცხადებს, რომ მომხმარებელს შეუძლია მიჰყვეს EDAA (EU)-ს, Network Advertising Initiative (US)-ს და Digital Advertising Alliance (US), DAAC (Canada), DDAI (Japan)-ს მიერ მოგვიანებით მიბმული ინიციატივების, ან სხვა სერვისების ფარგლებში შეთავაზებულ ინსტრუქციებს. ამგვარი ინიციატივები, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, განსაზღვროს თვალის დევნების როგორი პრიორიტეტები ექნება  სარეკლამო ინსტრუმენტებთან დაკავშირებით.

ამ დოკუმენტით მიწოდებული ინფორმაციის გარდა,  მესაკუთრე რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, გამოიყენოს აღნიშნული რესურსები.
მესაკუთრის საკონტაქტო ელფოსტა: info@farmina.com  
 
იმდენად, რამდენადაც შეუძლებელია ფარმინას სერვისების ფარგლებში მესაკუთრის მიერ მესამე მხარის ქუქი-ფაილებისა და თვალის მიდევნების სხვა სისტემების ტექნიკური კონტროლი, ნებისმიერი კონკრეტული მითითება მესამე მხარის მიერ დაინსტალირებულ ქუქი-ფაილებსა და თვალის მიდევნების სისტემებზე, ჩაითვლება დადასტურებულად.  მოხმარებელს უმორჩილესად ვთხოვთ, გაეცნოს უსაფრთხოების პოლიტიკას, რათა მოიპოვოს სრული ინფორმაცია შესაბამისი მესამე მხარის, ამ დოკუმენტში ჩამოთვლილი სერვისების შესახებ.
ფარმინას მიერ ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ, ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს მესაკუთრეს.


განმარტებები და სამართლის ნორმები
  • პერსონალური მონაცემები (ან მონაცემი)
ნებისმიერი ინფორმაცია, პირდაპირი, ირიბი, ან ნებისმიერ სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებული, მათ შორის პირადი საიდენტიფიკაციო ნომერიც, რომელიც უზრუნველყოფს ფიზიკური პირის იდენტიფიცირებას, ან მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
  • გამოყენების შესახებ მონაცემები
ფარმინას (ან ფარმინას მიერ გამოყენებული მესამე მხარეთა სერვისების) მეშვეობით, ავტომატურად შეკრებილი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს: იმ მომხმარებელთა კომპიუტერების IP-მისამართებს, ან დომეინის სახელებს, რომლებიც იყენებენ ფარმინას გვერდებს, რესურსის უნიფიცირებული იდენტიფიკატორის მისამართებს (URI), მოთხოვნის დროს, სერვერზე მოთხოვნის წარმოდგენისთვის გამოყენებულ მეთოდს, პასუხად მიღებული ფაილის მოცულობას, რიცხვით კოდს, რომელიც მიუთითებს სერვერის პასუხის სტატუსს (დადებითი გამოსავალი, შეცდომა და სხვა),  წარმოშობის ქვეყანას, მომხმარებლის მიერ გამოყენებული ბრაუზერისა და ოპერატიული სისტემის მახასიათებლებს, თითოეული ვიზიტისთვის დროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეტალს (მაგალითად, აპლიკაციის ფარგლებში, თითოეულ გვერდზე დაყოვნების ხანგრძლივობას) და აპლიკაციის ფარგლებში მარშრუტის მიყოლის შესახებ დეტალებს, მონახულებული გვერდების თანმიმდევრობის შესახებ კონკრეტული მითითების ჩათვლით, ასევე მოწყობილობის ოპერატიული სისტემის ან/და მომხმარებლის ინფორმაციული გარემოს სხვა პარამეტრებს.
  • მომხმარებელი
ფარმინას სერვისებით მოსარგებლე პირი, რომელიც, სხვაგვარი დათქმის არარსებობის შემთხვევაში, ემთხვევა მონაცემთა სუბიექტს.
  • მონაცემთა სუბიექტი
ფიზიკური პირი, რომელსაც ეხება პირადი მონაცემები
 
  • მონაცემთა დამმუშავებელი (ან მონაცემთა ზედამხედველი)
ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, ან სხვა ორგანო, რომელიც მაკონტროლებლის სახელით და უსაფრთხოების მოცემულ პოლიტიკაში აღწერილის შესაბამისად, ახორციელებს პირადი მონაცემების დამუშავებას.
  • მონაცემთა მაკონტროლებელი (ან მესაკუთრე)
ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, სააგენტო, ან სხვა ორგანო, რომელიც დამოუკიდებლად, ან სხვებთან ერთად, ემსახურება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და ამოცანებს, მათ შორის, იღებს ფარმინას მუშაობისა და გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ზომებს. მონაცემთა მაკონტროლებელი, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, წარმოადგენს ფარმინა.
  • ფარმინა (ან მოცემული აპლიკაცია)
საშუალება, რომლის მეშვეობითაც, ხდება მომხმარებლის პირადი ინფორმაციის შეკრება და დამუშავება.
  • მომსახურება
ფარმინას მიერ უზრუნველყოფილი, შესაბამის პირობებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამ საიტზე/აპლიკაციაში აღწერილი მომსახურება.
  • ევროპის კავშირი
სხვაგვარი დათქმის არარსებობის შემთხვევაში, ამ დოკუმენტის ფარგლებში, ევროპის კავშირზე ყველა მითითება გულისხმობს ევროპის კავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ყველა ამჟამინდელ წევრ სახელმწიფოს.
 
  • ქუქი-ფაილები
მომხმარებლის მოწყობილობაში შენახული მონაცემთა მცირე მოცულობა.
 
  • იურიდიული ინფორმაცია
კონფიდენციალურობის მოცემული პოლიტიკა მომზადდა არაერთი კანონის, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთო რეგლამენტის (Regulation (EU) 2016/679) 13-14 მუხლების საფუძველზე.
წინამდებარე დოკუმენტში სხვაგვარი დათქმის არარსებობის შემთხვევაში, მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა, უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ფარმინას.

უკანასკნელად განახლებულია 2018 წლის 11 მაისს.