მომსახურების პირობები
ძალაში შესვლის თარიღი: 25 იანვარი, 2016
www.farmina.com/ge (the “Farmina Pet Food Georgia Site”)-ის, მობილურის ან/და საიტებზე მითითებული სხვა საშუალებების, ასევე აღნიშნულ საიტებთან დაკავშირებული ნებისმიერი პროგრამის თუ მომსახურების (საიტები, მობილური სერვისები, საიტების მეშვეობით შემოთავაზებული სხვა სერვისები შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც - „სერვისები“) ნებისმიერი ფორმით გამოყენებით ან/და დაკავშირებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით მომსახურების ამ პირობებს (შემდგომში „მომსახურების პირობები“).
სერვისები ეკუთვნის Farmina Georgia LLC-ს (შემდგომში „ფარმინა“). მომსახურების მოცემული პირობები გავლენას ახდენს თქვენს იურიდიულ უფლებებსა და მოვალეობებზე. თუ არ ეთანხმებით ამ პირობებს, არ სცადოთ სერვისებთან დაკავშირება ან მათი გამოყენება.
საარბიტრაჟო შეტყობინება: თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენსა და ფარმინას შორის წარმოშობილი დავები გადაწყდეს ინდივიდუალური არბიტრაჟით. ამასთან, თქვენ უარს აცხადებთ კოლექტიური სარჩელის საფუძველზე წარმოშობილ დავებში, ან კოლექტიურ არბიტრაჟში მონაწილეობის უფლებაზე, რაც უფრო ვრცლად ქვემოთაა განხილული.
ძირითადი პირობები:
1. მომსახურებით სარგებლობა შეუძლია, სულ მცირე, 18 წლის პირს.
2. დაუშვებელია სერვისების მეშვეობით სხვა ადამიანების ან/და იურიდიული პირების რეპუტაციის შელახვა, თვალთვალი, შეურაცხყოფა, შეწუხება და დაშინება, ასევე სხვა ადამიანად თავის გასაღება.
3. დაუშვებელია პირადი ან კონფიდენციალური შინაარსის ინფორმაციის, მათ შორის, თქვენს ან სხვის საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული რაიმე სახის ინფორმაციის, სოციალური დაზღვევის, ან დამატებითი პერსონალური კოდის, ნომრების ან ელფოსტის, რომლებიც არაა საჯაროდ ცნობილი, სერვისების მეშვეობით ატვირთვა/გავრცელება.
4. თქვენ არა გაქვთ უფლება, უშუამდგომლოთ სერვისების სხვა მომხმარებლებს, ან სხვაგვარად გამოიყენოთ სერვისები არაავტორიზებული მარკეტინგული მიზნებისთვის.
5. დაუშვებელია სერვისების გამოყენება რაიმე სახის უკანონო, ან არაავტორიზებული მიზნების ხელშეწყობისთვის. ამასთან, თქვენ ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას, რომ იმოქმედებთ საქართველოს ყველა კანონის, წესისა და რეგულაციის, მათ შორის და არა მხოლოდ, საავტორო უფლებების შესახებ კანონის შესაბამისად, რომლებიც გამოყენებული იქნება თქვენ მიერ სერვისებითა და მათი კონტენტით სარგებლობის შემთხვევაში.
6. დაუშვებელია არასასურველი ელფოსტისა და კომენტარის შექმნა და გაგზავნა, ასევე „ლაიქების“ დასმა (მოწონება) ან სხვა სახის კომერციული თუ დამამცირებელი კომუნიკაციის განხორციელება (ე.წ. „სპამი“) სხვა სერვისებით მოსარგებლე სხვა პირებთან ურთიერთობაში, ან მათთვის ამ ფორმით მიმართვა. ასევე დაუშვებელია სერვისებით მოსარგებლე სხვა პირების საიდენტიფიკაციო რეკვიზიტების შეგროვება, დამუშავება ან/და გავრცელება.
7. დაუშვებელია სერვისების შეცვლა, მოდიფიცირება, ადაპტირება ან გადაკეთება, ასევე სხვა ვებგვერდის იმგვარად შეცვლა, მოდიფიცირება, თუ გადაკეთება, თითქოს მას კავშირი ჰქონდეს ფარმინას სერვისებთან.
8. დაუშვებელია სერვისების მუშაობაში ჩარევა, ან მათთვის ხელის შეშლა, ასევე სერვისებთან დაკავშირებული სერვერებისა და ქსელების მუშაობის ხელშეშლა, ან მათთვის რაიმე ზიანის მიყენება, მათ შორის ე.წ. ფორმების, ვირუსების, ჯაშუშური პროგრამული უზრუნველყოფის, მავნე პროგრამული უზრუნველყოფის, ან ნებისმიერი სხვა სახის საზიანო პროგრამის, თუ დესტრუქციული, ან მავნებლური ხასიათის კოდების გადაცემის გზით.
9. დაუშვებელია კონტენტის, ან კოდის დამატება, ან/და სხვაგვარი ცვლილების შეტანა იმაში, თუ როგორაა წარმოდგენილი ან როგორ მოჩანს სერვისები მომხმარებლის ბრაუზერსა თუ მოწყობილობაში.
10. დაუშვებელია სხვა მომხმარებლის მიერ, სერვისებით სარგებლობის შეზღუდვის მცდელობა, ასევე, დაუშვებელია მომსახურების მოცემული პირობების, ან ნებისმიერი სხვა პირობის, რომელიც განსაზღვრავს სერვისების მისაწვდომობისა ან/და გამოყენების წესებს, დარღვევის წაქეზება ან/და ხელშეწყობა.
11. მომსახურების მოცემული პირობებით განსაზღვრული წესების, ან მათი სულისკვეთების უგულვებელყოფის, ასევე ფარიანასთვის იურიდიული პასუხისმგებლობის დაკისრების რისკის შექმნის შემთხვევაში, ფარმინას უფლება აქვს, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, თქვენთვის ყველა სახის, ან ზოგიერთი მომსახურების შეწყვეტის, ასევე მომსახურების ამ პირობებით გათვალისწინებული, თქვენზე გაცემული ნებისმიერი, ან ყველა სახის ნებართვისა და თქვენთვის მონიჭებული სხვა უფლებების შეჩერების ან/და შეწყვეტის შესახებ. ფარმინა ასევე უფლებამოსილია გააუქმოს თქვენი საწევრო ანგარიში (member account).
ზოგადი პირობები:
- მომსახურებით სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ, რომ (i) ხართ, სულ მცირე, 18 წლის; (ii) ყველა ინფორმაცია, რომელსაც სერვისების მეშვეობით აწვდით ფარმინას ნამდვილი, ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალურია; (iii) წარმოადგენთ ქმედუნარიან და უფლებაუნარიან პირს, რომელიც შეიძლება დაეთანხმოს მომსახურების პირობებს; (iv) გაქვთ და მომავალშიც გექნებათ უფლება, იტვირთოთ და განახორციელოთ მოცემული მომსახურების პირობებით გათვალისწინებული მოვალეობები. თქვენ ასევე ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იქონიოთ სერვისების წვდომისა და მათით სარგებლობისთვის საჭირო ყველა სახის აპარატული თუ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები, მათ შორის, ყველა სხვა მოწყობილობა თუ ტექნოლოგიური საშუალება, რომელთა მოვლა-პატრონობაც თქვენ პირდაპირ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. გარდა ამისა, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერი სახის გადასახადზე/ხარჯზე, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ინფორმაციულ ხარჯებს, რომლებიც შესაძლოა დაგეკისროთ სერვისებით სარგებლობისას.
- ფარმინა იტოვებს უფლებას, შეცვალოს, ან შეწყვიტოს სერვისები, ან სერვისების მიერ გასაყიდად შეთავაზებული ნებისმიერი პროდუქტის ხელმისაწვდომობა, ასევე უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით და შეტყობინების გარეშე, უარი თქვას ნებისმიერი მომხმარებლისთვის სერვისების მისაწვდომობაზე ისე, რომ ამით თქვენ არ დაგეკისროთ არავითარი პასუხისმგებლობა. მომსახურების ამ პირობებით თქვენთვის მონიჭებული ყველა ნებართვა და სხვა უფლება შეწყვეტისთანავე დაუყოვნებლივ წყვეტს მოქმედებას. იმ შემთხვევაში, თუ ფარმინა რაიმე ფორმით უარს გეტყვით სერვისების ხელმისაწვდომობაზე, აღნიშნული უარი არ გავრცელდება და მოქმედებას შეინარჩუნებს ამ წესებში გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც უკავშირდება საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, ასევე განცხადებებსა და გარანტიებს, კომპენსაციას და პასუხისმგებლობების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
- ფარმინა იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, ერთპიროვნულად შეცვალოს მომსახურების პირობები (შემდეგში - „განახლებული პირობები“). გარდა ამისა, თქვენ ადასტურებთ და აცხადებს თანხმობას, რომ თანახმა ხართ, მას შემდეგ, რაც განახლებული პირობები ძალაში შევა, თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობა (ან ჩვენ მიერ გონივრულად განსაზღვრულ სხვა მსგავს ქმედებაში მონაწილეობა) წარმოადგენდეს თქვენს თანხმობას განახლებულ პირობებზე. განახლებული პირობები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ან განახლებულ პირობებში მითითებულ თარიღში. განახლებული პირობების ძალაში შესვლის დღემდე წარმოშობილი ნებისმიერი დავა, გადაწყდება წინამდებარე მომსახურების პირობების მიხედვით.
- იმდენად, რამდენადაც ფარმინა ყველაფერს აკეთებს სერვისების გაუმჯობესებისთვის, ფარმინა არ და ვერ იკისრებს პასუხისმგებლობას მომხმარებელთა მიერ სერვისებში ატვირთულ ან/და გამოქვეყნებულ ნებისმიერი სახის კონტენტზე. შესაბამისად, მომხმარებელი სერვისებით სარგებლობისას შეიძლება წააწყდეს არამიზანშეწონილ მასალას. სერვისებთან წვდომის განხორციელების ან/და მათი გამოყენებისას, თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით იმას, რომ სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებულ რისკებზე თავად აგებთ პასუხს. თქვენ ასევე ინდივიდუალურად აგებთ პასუხს, სერვისების სხვა მომხმარებლებთან და სერვისების მეშვეობით აღმოჩენილ მესამე პირებთან როგორც ონლაინ - ისე ოფლაინ ურთიერთქმედებაზე. თქვენ ასევე ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას, რომ ფარმინა პასუხს არ აგებს არც ერთი მომხმარებლის ქცევაზე ან/და ასეთი მომხმარებლების მიერ განხორციელებული ნებისმიერი სახის ქმედებით გამოწვეულ შედეგზე. ფარმინა ინარჩუნებს უფლებას, თუმცა მას არ ეკისრება მოვალეობა, განახორციელოს თქვენსა და სხვა მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების მონიტორინგი ან ჩაერთოს მათში. სხვებთან ურთიერთქმედებისას, იხელმძღვანელეთ საღი აზრის პრინციპებით, მათ შორის მაშინაც, როდესაც წარმოადგენთ ან ტვირთავთ კონტენტს, ან ნებისმიერ პირადი თუ სხვა შინაარსის ინფორმაციას.
- სერვისების ფარგლებში, მომხმარებლები შეიძლება უზრუნველყოფილნი იყვნენ შესაძლებლობით, წარმოადგინონ, ატვირთონ, ვიზუალურად ასახონ, გადასცენ, გამოაქვეყნონ ან/და გაავრცელონ კონტენტი და მასალები, სერვისებში ან მათი მეშვეობით, მათ შორის, უკლებლივ ყველა სახის მონაცემი, ტექსტი, ფაილი, ინფორმაცია, მომხმარებლის სახელი (username), სურათები, გრაფიკა, ფოტოები, პროფილები, აუდიო და ვიდეო კლიპები, ხმები, მუსიკალური ნამუშევრები, საავტორო ნაწარმოებები, აპლიკაციები, ლინკები ან/და სხვა სახის კონტენტი თუ მასალა (ერთობლივად, მოხსენიებული, როგორც - „მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი კონტენტი“). თქვენ ინდივიდუალურად აგებთ პასუხს, ნებისმიერი მომხმარებლის მიერ, სერვისებში, ან მათი მეშვეობით წარმოდგენილ, ატვირთულ, ან ვიზუალურად ასახულ ნებისმიერი სახის კონტენტზე.
- მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სერვისებში წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტისა და სისრულისაკენ, ჩვენ პასუხს არ ვაგებთ, თუკი აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება ზუსტი ან სრული. სერვისების ფარგლებში მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაციის, მასალისა, თუ კონტენტის ნამდვილობის რისკზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ
სერვისებში შინაური ცხოველის ჯანმრთელობასთან, ფიზიკურ ფორმასა და კვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
სერვისები შეიძლება შეიცავდეს შინაურ ცხოველთა კვებასთან, ასევე მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო, ჯამრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის თუ მკურნალობის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო მიზნებს და არა თქვენი ვეტერინარის, ან/და ვეტერინარიის დარგის სხვა სპეციალისტის რჩევების ჩანაცვლების მიზანს. დაუშვებელია სერვისებში მოცემული ინფორმაციის გამოყენება, ან მასზე დაყრდნობა შინაური ცხოველის ამა თუ იმ დაავადების თუ ფიზიკური პრობლემის დიაგნოსტიკისთვის. როდესაც საქმე ეხება შინაური ცხოველის კვებას, ჯანმრთელობას, ფიზიკურ მდგომარეობას, თუ სამედიცინო საჭიროებებს, რჩევა ყოველთვის უნდა ჰკითხოთ თქვენს ვეტერინარს ან/და ვეტერინარიის დარგის სხვა სპეციალისტს.
წევრის ანგარიში
- გარკვეულ სერვისებთან დაკავშირებით, სახელის დარეგისტრირებით, თქვენ შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენისა და პაროლის შექმნის გზით, შეგიძლიათ შექმნათ წევრის ანგარიში. ამასთან, თქვენ ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას, რომ რეგისტრაციისას და ნებისმიერ სხვა დროს, წარმოადგენთ თქვენ შესახებ სრულ, აქტუალურ და ზუსტ ინფორმაციას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის ნამდვილობისა და სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით, განაახლებთ მას.
- ანგარიშის დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ აღიარებთ, რომ სერვისების ფარგლებში შეიძლება გამოგიჩნდეთ ფასიანი სერვისები, დაფინანსებული კონტენტი და კომერციული კომუნიკაცია, რომელიც შესაძლოა ყოველთვის იდენტიფიცირებული არ იყოს. ამასთან, თქვენ აძლევთ ფარმინას ნებართვას, გამოიყენოს ნებისმიერი ინფორმაცია, ფოტოები და მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი სხვა კონტენტი, რადგან ფარმინა უფლებამოსილია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, უკლებლივ ყველა რეკლამასთან დაკვშირებით. თქვენ ასევე ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას, მიიღოთ ფარმინასგან სპეციალური შეთავაზებების, ახალი პროდუქტებისა და სიახლეების შესახებ შეტყობინებები ელექტრონულ ფოსტაზე.
- თქვენ პასუხს აგებთ თქვენი პაროლის გაუთქმელობასა და ქმედითობაზე, ასევე, თქვენს ანგარიშზე წვდომის შეზღუდვაზე. გარდა ამისა, თქვენ ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას, არ გაუმხილოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან/და პაროლი ნებისმიერ მესამე პირს.
- თქვენ ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას, რომ არ გაყიდით, გადასცემთ, ან მიანიჭებთ სხვას, თქვენი ანგარიშით სარგებლობის უფლებას, ასევე თქვენს გამომყოლებს, პროფილს, მომხმარებლის სახელსა და ანგარიშთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა უფლებებს. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ არ შეუქმნით ანგარიშს სხვა პირს და არ გამოიყენებთ თქვენს ანგარიშს სხვა პირის, ან ორგანიზაციისთვის, ან იმგვარად არ გამოიყენებთ ანგარიშს, რომ შეცდომაში შეიყვანოთ, დააბნიოთ ან მოატყუოთ სხვები.
- თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ პირადად და სრულად აგოთ პასუხი თქვენი ანგარიშიდან განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებასა თუ საქმიანობაზე, მიუხედავად იმისა, თქვენგან მომდინარეობს თუ არა აღნიშნული ქმედებების თუ საქმიანობის განხორციელების მითითება/ინსტრუქცია. თქვენ ინდივიდუალურად აგებთ პასუხს თქვენ მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე და ნებისმიერი მომხმარებლის მიერ თქვენი ანგარიშით წარმოდგენილ კონტენტზე, რომელიც თქვენი ანგარიშიდან აიტვირთება, ან ვიზუალურად აისახება სერვისებზე, თუ მათი გავლით.
- დაუშვებელია მომხმარებლის სახელში თქვენ მიერ დომეინის სახელებისა და რესურსის უნიფიცირებული მისამართების (URL) გამოყენება, ფარმინას წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
- დაუშვებელია თქვენ მიერ სერვისებთან მიმართებაში, ანგარიშის არაავტორზებული საშუალებების, მათ შორის, ავტომატიზებული მოწყობილობების, სკრიპტების, ბოტების, ე.წ. „ობობების“, საძიებო აგენტებისა და სკრაპერების მეშვეობით შექმნა.
- ფარმინა, იტოვებს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით მომხმარებლის სახელის ჩამორთმევის უფლებას.
უფლებები:
- ფარმინა არ აცხადებს თავის საკუთრებად მომხმარებლების მიერ სერვისებში, ან მათი მეშვეობით, ატვირთულ არანაირ ინფორმაციას. ნაცვლად ამისა, თქვენ ფარმინას ანიჭებთ თქვენ მიერ, როგორც მომხმარებლის მიერ, სერვისების მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მომსახურების უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ყველა მედიის, მეთოდის, თუ გამოყენების გზით ატვირთული კონტენტის დუბლიკაციის, ადაპტირების, გამოქვეყნების, თარგმნის, გაყიდვის, მის საფუძველზე ახალი ნამუშევრების შექმნის, მათი გავრცელების, საჯაროდ ჩვენების უცვლელ, არაექსკლუზიურ, უფასო და სრული ქველიცენზირების უფლების შემცველ ნებართვას, როგორც მომხმარებელმა, არ წარმოადგინოთ არავითარი კონტენტი, რომლის, ამ პირობების გათვალისწინებით გამოყენებაზე, ფარმინას ნებართვას არ მისცემდით.
- თქვენ მიერ მომხმარებლის სტატუსით ნებისმიერი კონტენტის წარმოდგენისთანავე, თქვენ, ფარმინასა და მის ქველიცენზიატებს, ანიჭებთ უფლებას, გამოიყენონ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ კონტენტთან დაკავშირებული რეგისტრაციისას მითითებული სახელი.
- სერვისები შეიცავს ფარმინას საკუთრებაში არსებულ, ან მის მიერ ლიცენზირებულ კონტენტს. ფარმინას კონტენტს იცავს საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნის, პატენტის, კომერციული საიდუმლოს შესახებ და სხვა კანონები. ამასთან, ისევე, როგორც თქვენსა და ფარმინას შორის არსებულ ურთიერთობაში, ფარმინა ფლობს და ინარჩუნებს ყველა უფლებას ფარმინას კონტენტსა და სერვისებზე. აკრძალულია თქვენ მიერ, ან თქვენ მიერ ავტორიზებული ნებისმიერი სხვა პირის მიერ, ფარმინას კონტენტის გამოყენება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების პირობებში, საპირისპირო არაორაზროვნადაა გამოხატული, ან ცალსახად ნებადართულია ფარმინას მიერ სხვა სერვისებში არსებული დათქმით. დაუშვებელია თქვენ მიერ რაიმე სახის საავტორო უფლების, სავაჭრო ნიშნის, მომსახურების ნიშნის, ან სხვა ქონებრივი უფლებების შესახებ მინიშნების წაშლა, შეცვლა ან დამალვა, რომელიც შედის ფარმინას კონტენტში ან თან ახლავს მას. გარდა ამისა, დაუშვებელია თქვენ მიერ ფარმინას კონტენტის ან მისი რომელიმე ნაწილის გამრავლება, მოდიფიცირება, ადაპტირება, მისგან გამომდინარე ნამუშევრის შექმნა, მისი შესრულება, ვიზუალურად გამოსახვა, გამოქვეყნება, გავრცელება, გადაცემა, გაყიდვა და მასთან დაკავშრებული ლიცენზიის გაცემა. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც:
თქვენმა კომპიუტერმა შეიძლება ოპერატიულ მეხსიერებაში დროებით შიენახოს ამგვარი მასალების ასლები, რომლებთან წვდომასა და გაცნობას არა აქვს თქვენთვის არსებითი მნიშვნელობა.
თქვენ შეიძლება შეინახოთ ფაილები, რომლებსაც თქვენი ვებბრაუზერი ავტომატურად ინახავს ზეოპერატიულ მეხსიერებაში (ქეშში), ეკრანის გაუმჯობესების მიზნით.
წინამდებარე დოკუმენტში სხვაგვარი დათქმის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია თქვენ მიერ, თქვენივე პირადი არაკომერციული სარგებლობისთვის, სერვისებში მოცემული გვერდების გონივრული ოდენობის, ერთი ასლის ჩამოტვირთვა, თუმცა, დაუშვებელია მათი გამრავლება, გამოქვეყნება და გავრცელება.
ჩვენ მიერ დესკტოპის, მობილური ან სხვაგვარი აპლიკაციის ჩამოტვირთვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის შემთხვევაში, უფლება გაქვთ, თქვენი პირადი არაკომერციული სარგებლობისთვის, თქვენს კომპიუტერზე ან მობილურ მოწყობილობაზე ჩამოტვირთოთ მისი მხოლოდ ერთი ასლი, იმ პირობით, რომ ეთანხმებით ამგვარი აპლიკაციებისთვის მოქმედი, ჩვენი საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო შეთანხმების პირობებს.
- ფარმინას სახელწოდება, ლოგო და სავაჭრო ნიშანია Farmina Pet Foods Georgia. დაუშვებელია მისი კოპირება, იმიტირება, ან ნაწილობრივ თუ მთლიანად გამოყენება ფარმინას წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გარდა ამისა, ყველა ზედა კოლონტიტული, სპეციალური გრაფიკა, ბრძანების ღილაკების პიქტოგრამები და სკრიპტები, წარმოადგენს ფარმინას მომსახურეობის ნიშნებს, სავაჭრო ნიშნებს ან/და საქონლის გაფორმებას. დაუშვებელია ფარმინას წინასწარი წერილობით თანხმობის გარეშე, მათი ნაწილობრივ, ან მთლიანად კოპირება, იმიტირება ან გამოყენება. მოცემულ მომსახურების პირობებში, ფარმინას წინასწარი წერილობით თანხმობის გარეშე არაფერი არ უნდა ჩაითვალოს რაიმე სახის ნებართვის ან უფლების გადაცემად ან/და დათმობად.
- თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობით, თქვენ აღიარებთ, ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობის ფარგლებში შექმნილ ნებისმიერ ნამუშევარზე, მათ შორის და არა მხოლოდ, მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი კონტენტის საფუძველზე შექმნილ ნამუშევრებზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებას ფლობს და ინარჩუნებს ფარმინა. მოცემული მომსახურების პირობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გათვალისწინებით, ფარმინა განიჭებთ შეზღუდულ, არექსკლუზიურ, არაგასხვისებად და გაუქმებად ნებართვას, ქვენებართვის, ნებართვის გაცემის უფლების გარეშე, მოახდინოთ ამგვარი ნამუშევრების არაკომერციული მიზნებისთვის ვიზუალური ჩვენება. დაუშვებელია ამგვარი ნამუშევრების, მათ შორის, ფარმინასკონტენტის, რომელიც მათში ჩნდება, მოდიფიცირება ან შეცვლა. დაუშვებელია ფარმინასწინასწარი წერილობითი ავტორიზაციის გარეშე, ამგვარი ნამუშევრების კომერციული მიზნით, ან სერვისების ფარგლებს მიღმა, რაიმე სახით გამოყენება, მათ შორის და არა მხოლოდ, მათი გამრავლება, მოდიფიცირება, მათ საფუძველზე სხვა ნამუშევრების შექმნა, გავრცელება ან გაყიდვა. თქვენ აღიარებთ, რომ ამგვარი ნამუშევრების მსგავსი არაავტორიზებული გამოყენება, წარმოადგენს ფარმინას მატერიალური ღირებულების მქონე ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა უხეშ დარღვევას, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომა, მათ შორის და არა მხოლოდ, მატერიალური ანაზღაურების სახით.
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენ მიერ, როგორც მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი კონტენტის ფლობა, ნებისმიერი შაბლონი ან/და პროექტი, რომელშიც სერვისების ფარგლებში ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების ან/და ფუნქციების მეშვეობით ამზადებთ, ან აყალიბებთ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ კონტენტს, არ წარმოადგენს თქვენს საკუთრებას. ამასთან ამგვარი შაბლონი და პროექტი წარმოადგენს ფარმინას-ს ინდივიდუალურ და ექსკლუზიურ საკუთრებას.
- ფარმინას სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის განზრახვის მიუხედავად, არ გამოირიცხება რამდენიმე ან ყველა სერვისის შეჩერების შესაძლებლობა, მათ შორის და არა მხოლოდ, დაგეგმილი ტექნიკური მომსახურების, ან ძირეული განახლებების, გადაუდებელი რემონტის, ან სატელეკომუნიკაციო კავშირის ხაზების ან/და მწყობრიდან გამოსული მოწყობილობების შეკეთების საფუძველზე. ფარმინა იტოვებს უფლებას, ნებისმიერი მიზეზით, წინასწარი შეტყობინების გარეშე, წაშალოს სერვისებიდან მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი/ატვირთული ნებისმიერი სახის კონტენტი. გარკვეულ სამართლებრივ ვალდებულებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, სერვისებიდან წაშლილი მომხმარებლის მიერ ატვირთული ნებისმიერი კონტენტი, შეიძლება ინახებოდეს ფარმინას მიერ, მაგრამ არ მოხდეს მისი ამოღება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გარეშე. შესაბამისად, ფარმინა მოგიწოდებთ, თავად უზრუნველყოთ თქვენი, როგორც მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი კონტენტის სარეზერვო ასლების, ე.წ. ბექაფის დაცვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სერვისებიდან არც ერთი არ წარმოადგენს ბექაფის სერვისს, ხოლო თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ბექაფისა და შენახვის თვალსაზრისით, სერვისებზე არ იქნებით დამოკიდებული. ფარმინა თქვენ წინაშე არ აგებს პასუხს სერვისების რაიმე სახით მოდიფიცირების, შეჩერების ან/და გაუგრძელებლობისათვის, ან/და მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაციის დაკარგვისთვის. თქვენ ასევე ადასტურებთ, რომ ინტერნეტში შესაძლებელია მომხმარებლის ანგარიშთან არაავტორიზებული წვდომის განხორციელება, ხოლო მომხმარებლის მიერ კონტენტის, ან ნებისმიერი ინფორმაციის წარმოდგენა, შეიძლება არ იყოს უსაფრთხო.
- თქვენ აცხადებთ თანხმობას და ადასტურებთ, რომ ფარმინა არ აგებს პასუხს და არ უწევს რეკომენდაციას სერვისებით სარგებლობის ფარგლებში მომხმარებლის მიერ კონტენტის ფარმინას სერვისებში ატვირთვას. ფარმინას არ აქვს მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი კონტენტის წინასწარი შემოწმების, მონიტორინგის, რედაქტირების, ან წაშლის არავითარი ვალდებულება. თუკი თქვენ, როგორც მომხმარებელი, თქვენ მიერ წარმოდგენილი კონტენტით არღვევთ მომსახურების პირობებს, შეიძლება ამ კონტენტის გამო, დაგეკისროთ სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
- სერვისების უსაფრთხოების პოლიტიკაში სხვაგვარი დათქმის არარსებობის შემთხვევაში, თქვენსა და ფარმინას შორის არსებულ ურთიერთობაში, მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ყველანაირი ინფორმაცია ჩაითვლება არაკონფიდენციალურად და არაქონებრივად, ხოლო ფარმინა პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი კონტენტის რაიმე სახით გამოყენებასა თუ გამჟღავნებაზე. თქვენ ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი ურთიერთობა ფარმინასთან არ წარმოადგენს კონფიდენციალურ, მინდობილობით, ან რაიმე სხვა სახის სპეციფიკურ ურთიერთობას, ხოლო თქვენი გადაწყვეტილება, როგორც მომხმარებელმა, წარმოადგინოთ ნებისმიერი კონტენტი, არ აყენებს ფარმინას მდგომარეობაში, რომელიც რამენაირად განსხვავდება ფართო საზოგადოების წევრების მდგომარეობისაგან, მათ შორის, თქვენს მიერ წარმოდგენილ კონტენტთან მიმართებაში. მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი არავითარი კონტენტი არ გულისხმობს ფარმინასთვის კონფიდენციალურობის ვალდებულების დაკისრებას. ფარმინა პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი კონტენტის რაიმე სახით გამჟღავნებაზე, შეგროვებაზე, ან/და გავრცელებაზე.
- ფარმინას პრინციპია არ მიიღოს ან განიხილოს კონტენტი, ინფორმაცია, იდეები, შეთავაზებები თუ სხვა მასალები, რომლებიც არ არის ჩვენ მიერ საგანგებოდ მოთხოვნილი და რომელთა მიმართაც შეიძლება გამოყენებულ იქნას სპეციალური პირობები და მოთხოვნები. ჩვენი პრინციპების მიუხედავად, თქვენ მიერ კონტენტის, ინფორმაციის, იდეების, შემოთავაზებებისა თუ სხვა მასალების ნებისმიერი მიზნით, მათ შორის და არა მხოლოდ, პროდუქტებისა და სერვისების შექმნისა და რეალიზაციის მიზნით გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ფარმინას შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს ნებისმიერი ამგვარი კონტენტი, ინფორმაცია, იდეა, შემოთავაზება თუ სხვა მასალები ისე, რომ არ დაეკისროს თქვენთვის რაიმე სახის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება.
მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ კონტენტთან დაკავშირებული დამატებითი პირობები:
- სერვისების მეშვეობით, თქვენ მიერ, როგორც მომხმარებლის მიერ, კონტენტის წარმოდგენით, ატვირთვით, ვიზუალურად გამოსახვით, გადაცემით, შესრულებით, გამოქვეყნებითა, თუ გავრცელებით, თქვენ ადასტურებთ, რომ: (i) ხართ, სულ მცირე, 18 წლის; (ii) თქვენ გეკუთვნით თქვენ მიერ სერვისების ფარგლებში, ან მათი მეშვეობით ატვირთული მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი კონტენტი, ან ფლობთ სხვაგვარ უფლებას, გასცეთ მოცემული მომსახურების პირობებით გათვალისწინებული უფლებები და ნებართვები; (iii) სერვისების ფარგლებში, ან მათი მეშვეობით, მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი კონტენტის ატვირთვა ან გამოყენება, არ წარმოადგენს ნებისმიერი მესამე მხარის უფლებების, მათ შორის და არა მხოლოდ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო სარგებლობის, საავტორო, სავაჭრო ნიშანთან ან/და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დარღვევას, მითვისებას ან ხელყოფას, ან/და სხვაგვარად არ არღვევს მოცემული მომსახურების პირობებს; (iv) თქვენ აცხადებთ, რომ თანახმა ხართ გაათავისუფლოთ ფარმინა, თქვენ მიერ სერვისების ფარგლებში, ან მათი მეშვეობით ატვირთულ ნებისმიერ კონტენტთან დაკავშირებით წარმოშობილი პრეტენზიებისგან და გაწიოთ ყველა სახის ჰონორართან თუ გასამრჯელოსთან დაკავშირებული და სხვა ხარჯები, რომლებიც გამომდინარეობს ან/და უკავშირდება თქვენ მიერ სერვისების ფარგლებში, ან მათი მეშვეობით მომხმარებლის კონტენტის ატვირთვას; (v) თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება და ხართ ქმედუნარიანი და უფლებაუნარიანი, თქვენი ადგილსამყოფელის შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში, ისარგებლოთ მომსახურების ამ პირობებით.
- თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ მხოლოდ თქვენი საკუთარი შინაური ცხოველების და იმ შინაური ცხოველების სურათები, რომელთა პატრონებისგან მიღებული გაქვთ მკაფიო თანხმობა აღნიშნული ქმედების განხორციელებაზე.
- დაუშვებელია სერვისების ფარგლებში ძალადობის ამსახველი, სრული ან ნაწილობრივი სიშიშვლის, დისკრიმინაციული, უკანონო, უფლებების ხელმყოფი, სიძულვილის შემცველი, პორნოგრაფიული ან სექსუალური ქვეტექსტის მქონე ფოტოების ან სხვა კონტენტის ატვირთვა, ასევე არანორმატიული, სექსუალური ქვეტექსტის მქონე, უხამსი, სხვაგვარად შეუფერებელი, ან სიძულვილის ენის გამოყენება.
- დაუშვებელია იმგვარი კონტენტის ან მასალის ატვირთვა, რომელიც არღვევს ნებისმიერი მესამე პირის ნებისმიერ უფლებას, მათ შორის და არა მხოლოდ, საავტორო, სავაჭრო ნიშნის, ქონებრივ, კონფიდენციურობისა და საჯარო სარგებლობის უფლებებს.
- თქვენ აღიარებთ, ადასტურებთ და აცხადებთ თანხმობას, რომ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ კონტენტთან დაკავშირებით, ფარმინასარ აქვს წინასწარი შემოწმების, მონიტორინგის ან ინტელექტუალური საკუთრების უფლების განხორციელების არავითარი ვალდებულება, მაგრამ იგი უფლებამოსილია დაიცვას და განახორციელოს თავისი და თავისი ლიცენზიატების, მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ კონტენტთან დაკავშირებული უფლებები.
- ფარმინამშეიძლება წაშალოს, მაგრამ არ არის ვალდებული: დაარედაქტიროს, დაბლოკოს ან/და განახორციელოს მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი კონტენტის, ან აღნიშნული კონტენტის შემცველი ანგარიშების მონიტორინგი, რომლებსაც იგი ერთპიროვნულად მიიჩნევს მომსახურების პირობების დამრღვევად.
- თქვენთვის გასაგებია და ეთანხმებით, რომ ფარმინა ვერ და არ იქნება მომხმარებლის კონტენტზე პასუხისმგებელი და ამ სერვისებს გამოიყენებთ თქვენივე რისკით.
შესყიდვები:
- ფარმინა ჰყიდის პროდუქტებს სერვისების გამოყენებით მხოლოდ სრულწლოვან მომხმარებელზე, რომელსაც შეუძლია პროდუქციის შეძენა საკრედიტო ბარათით ან სხვა ფარმინას მიერ დაშვებული გადახდის ხერხით. თუ ხართ 18 წელს ქვემოთ, არ შეიძინოთ პროდუქცია მშობლის ან მეურვის ჩართულობის გარეშე. შეკვეთის დადასტურებით თქვენ ადასტურებთ რომ ხართ მინიმუმ 18 წლის. თუ ფარმინა აღმოაჩენს ან გაუჩნდება საფუძვლიანი ეჭვი (რაზეც მას აქვს სრული უფლება), რომ თქვენ არ შეგიძლიათ ლეგალურად პროდუქციის შეძენა, მას აქვს უფლება გაუფრთხილებლად და დაუყოვნებლივ გააუქმოს შეკვეთა
- სერვისებიდან პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ პირადი და არა კომერციული გამოყენებისთვის.
- თუ გსურთ სერვისების მიერ შემოთავაზებული პროდუქციის შეძენა, ჩვენ მოგთხოვთ წარმოადგინოთ სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის გადახდის მონაცემები. ყველა მსგავს ინფორმაციას მოვეპყრობით კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად. თქვენ მიერ ჩვენთვის ან მესამე მხარის გადახდის გადამამუშავებელისთვის მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, ახლანდელი, სწორი და სრული. თქვენ ადასტურებთ რომ გაქვთ საკრედიტო ბარათის ან გადახდის სხვა საშუალების გამოყენების უფლება. თანახმა ხართ გადაიხადოთ თქვენი პროფილიდან განხორციელებული ყველა შეკვეთის თანხა იმ ფასებში, რომელიც იყო ნაჩვენებო შეკვეთის განთავსებისას. ასევე გეკისრებათ პასუხისმგებლობა დაფაროთ მოწოდების ხარჯები და თქვენ შეკვეთასთან დაკავშირებული სხვა გადასახადები.
- სერვისებზე განთავსებული პროდუქტის ყველა შეკვეთა ექვემდებარება ფარმინას კრედიტის დადასტურებას. შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადასტურება შესაძლოა გახდეს საჭირო შეკვეთის დადასტურებამდე. ფარმინა იტოვებს უფლებას თქვენი შეკვეთის მიღების შემდეგ ნებისმიერ დროს დაადასტუროს ან უარყოს შეკვეთა, მაშინაც კი თუ თქვენ მიიღეთ შეკვეთის დადასტურების ინფორმაცია. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შევზღუდოთ პროდუქციის ხელმისაწვდომი ოდენობა ან შევწყვიტოთ კონკრეტული პროდუქტის წარმოება. გვაქვს უფლება ნებისმიერ მომხმარებელს არ მივცეთ რაიმე სახის ან ნებისმიერი შეკვეთის განხორციელების საშუალება ან უარი ვთქვათ ნებისმიერი მომხმარებლის პროდუქტით მომარაგებაზე. ფარმინა არაა პასუხისმგებელი რომელიმე პროდუქტის მიუწვდომლობაზე ან შეკვეთის დაუდასტურებლობაზე.
- პროდუქციის აღწერილობა, სურათები, კონტენტი, სპეციფიკაციები, პროდუქტები, ფასი და ხელმისაწვდომობა შესაძლოა შეიცვალოს ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ფარმინა იტოვებს უფლებას შეწყვიტოს პროდუქტის წარმოება, შეცვალოს პროდუქტის მონაცემები და ფასი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. სერვისების პროდუქტების აღწერილობა ან მითითება არ წარმოადგენს გარანტიას ფარმინას მიერ. სერვისებზე ნაჩვენები პროდუქტის სურათები მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებისთვის არის და შეიძლება ზუსტად არ ასახავდეს თქვენს მიერ მიღებულ პროდუქტს. შეიძლება არსებობდეს დიზაინის ზოგიერთი შესწორება, ფერის ვარიაციები ან/და შეფუთვის ვარიაციები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ზუსტად გამოვავლინოთ ჩვენი პროდუქციის ატრიბუტები, მათ შორის მოქმედი ფერები; ამასთან, თქვენი რეალური ფერი დამოკიდებულია თქვენს კომპიუტერულ სისტემაზე და ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენს კომპიუტერში ზუსტად გამოჩნდება ასეთი ფერები. კონკრეტულ მომენტში ნებისმიერი პროდუქტის სერვისში არსებობა არ ნიშნავს ან იძლევა გარანტიას, რომ ეს პროდუქტი მუდამ ხელმისაწვდომი იქნება.
- თქვენი პასუხისმგებლობაა დაადგინოთ და დაემორჩილოთ ყველა მოქმედ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო კანონებს (მინიმალური ასაკის მოთხოვნების ჩათვლით), რაც შეეხება სერვისების მეშვეობით შეძენილი ნებისმიერი პროდუქტის ფლობას, გამოყენებას და რეალიზაციას. შეკვეთის განთავსებით თქვენ აცხადებთ, რომ შეკვეთილი პროდუქტები გამოყენებული იქნება მხოლოდ კანონიერი მიზნით.
- ფარმინა მონდომებულია მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, თუმცა ადამიანური შეცდომის ან სხვა მიზეზების გამო, სერვისები ხანდახან შეიძლება შეიცავდეს არასწორ ფასს, პროდუქტის აღწერას, რაოდენობას, სურათს. ინფორმაცია შესაძლოა იყოს არასრული, არასანდო, არა ახლანდელი ან შეცდომებისგან არა თავისუფალი. რეკლამაში გამოყენებულ ფასებში შეცდომები არაა სავალედებულო ფარმინასთვის, ამავდროულად, ფარმინა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს არსებული ფასები. ფარმინას აქვს უფლება გააუქმოს არასწორი ფასით განხორციელებული ნებისმიერი შეკვეთა, მიუხედავად იმისა, დადასტურდა თუ არა შეკვეთა და თანხა ჩამოიჭრა თუ არა თქვენი საკრედიტო ბარათიდან.
- თუ შეკვეთილი პროდუქტის ფასი მოცემულ ფასზე ძვირია, ფარმინას შეუძლია დაგიკავშირდეთ დამატებითი ინსტრუქციისთვის ან გააუქმოს შეკვეთა და გაცნობოთ ამის შესახებ.
თუ არასწორი ფასის აღმოჩენა მოხდა პროდუქტის გამოგზავნის შემდეგ, თქვენ ან უარს იტყვით პროდუქციის მიღებაზე, დააბრუნებთ მას (ფარმინას ხარჯით) ან ფასს შორის განსხვავება ჩამოგეჭრებათ ბარათიდან. თუ თქვენი ბარათიდან თანხა უკვე ჩამოიჭრა და შეკვეთა გაუქმდა, ფარმინა იზრუნებს თანხის თქვენ ბარათზე სასწრაფოდ დაბრუნებაზე.
- შეკვეთის დამუშავების შემდეგ, ის გამოიგზავნება ყიდვისას თქვენ მიერ შერჩეული გამოგზავნის ხერხის საშუალებით. თქვენ უნდა უზრუნველყოთ მითითებულ დროს მიღებული შეკვეთის ჩაბარება.
- ფარმინა გამოიყენებს ყველა საშუალებას, რომ პროდუქტი ჩაგბარდეთ შეთანხმებულ დროს. თუმცა, ფარმინა ვერ იქნება პასუხისმგებელი ჩაბარების დროის დარღვევით თქვენი ან მესამე მხარის მიერ მიღებულ დანაკარგზე, ხარჯზე ან დაზიანებაზე, მათ შორის, შეუზღუდავად, პირდაპირ, თუ არაპირდაპირ ზიანზე, თუ ზარალზე.
სერვისებით შესრულებული ნებისმიერი შესყიდვა ხორციელდება ტვირთვის გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად. შესაბამისად, გადაზიდვამდე ტვირთის მიტანის შემდეგ პასუხისმგებლობა გადმოდის თქვენზე. დაზიანებულ ან დაკარგულ ტვირთზე პრეტენზიას გადამზიდთან აცხადებთ თქვენ.
- შეკვეთის განთავსებისას არ ჩამოვჭრით თანხას მანამ, სანამ ის არ გამოიგზავნება. ვიტოვებთ უფლებას შეკვეთა გამოვგზავნოთ ნაწილ-ნაწილ (თქვენი დამატებითი ხარჯის გარეშე) და შესაბამისი თანხა ჩამოვჭრათ გამოგზავნის შემდეგ.
- თქვენ შეგიძლიათ დააბრუნოთ ან გადაცვალოთ სერვისებიდან შეძენილი პროდუქტი იმ შემთხვევაში, თუ ის დეფექტურია, მიიღეთ არასწორი პროდუქტი ან არ ემთხვევა მის აღწერილობას. ამისთვის უნდა შეგვატყობინოთ (https://www.farmina.com/ge/contact.html-ზე) პროდუქციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
შეკვეთით დამზადებული პროდუქტებისთვის ყველა გაყიდვა საბოლოოა, გარდა დამზადების დროს დაშვებული შეცდომისა. ასეთ დროს თქვენი პროდუქცია ჩანაცვლდება უფასოდ.
ზემოთხსენებული შემთხვევის გარდა არ შეგიძლიათ პროდუქციის დაბრუნება, შეკვეთის გაუქმება ან გადაცვლა. ზოგიერთ იურისდიქციის ქვეშ შეიძლება გქონდეთ დამატებითი უფლებები; აქ მოცემული წესები არ ცდილობს თქვენი შეკვეთის გაუქმების თუ დაბრუნების უფლებების შეზღუდვას.
დაბრუნების ან გადაცვლის მოთხოვნამდე შეძენილი პროდუქციის ფარმინასთვის დაბრუნებამდე ინახება თქვენთან, თქვენი რისკის ქვეშ და ვალდებული ხართ გასწიოთ საჭირო ზრუნვა და პროდუქცია შეინახოთ პროდუქციის შენახვისთვის საჭირო პირობების დაცვით. თუ დაბრუნებული პროდუქცია აღმოჩნდა დაზიანებული, თქვენ იქნებით პასუხისმგებელი მისი გამოსწორების ან ჩანაცვლების ხარჯზე. თუ აპირებთ პროდუქციის დაბრუნებას, გთხოვთ შეინახოთ შესაფუთი მატერიალები და დოკუმენტაცია.
საავტორო უფლებები:
- ფარმინა პატივს სცემს სხვების საავტორო უფლებებს და სერვისების მომხმარებლისგანაც იმავეს მოელის.
- ფარმინა სავარაუდო საავტორო უფლებების დარღვევას უპასუხებს შესაბამისი კანონის საფუძველზე. თუ გჯერათ რომ თქვენი ნამუშევარი გაიმეორეს, გაავრცელეს ან/და არავტორიზებულად გამოიყენეს, ისე, რომ ეს არღვევს თქვენს საავტორო უფლებებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
(i) საავტორო უფლების მქონე ადამიანის (ან კომპანიის) სახელი, თქვენი სრული იურიდიული სახელი, თქვენი პოზიცია, თქვენი სრული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
(ii) თქვენი ნამუშევრის სრული აღწერილობა, რომელზეც მიუთითებთ, რომ დაირღვა ინტელექტუალური საკუთრების უფლება;
(iii) წყარო, რომელმაც დაარღვია თქვენი უფლებები, სადაა ვებ-გვერდზე განთავსებული;
(iv) თქვენი განცხადება, რომ გჯერათ განხილული ნივთის/ობიექტის გამოყენების უფლება არ მიუცია საავტორო უფლების მქონე პირს, მის აგენტს ან კანონს;
(v) განცხადება, რომ თქვენი მოწოდებული ინფორმაცია ზუსტია და თქვენ ხართ საავტორო უფლების მქონე ან ავტორიზებული პირი;
(vi) ელექტრონული ან ფიზიკური ხელმოწერა ავტორიზებული პირისგან.
ფარმინას აგენტს საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აქ: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გამრეკელის ქ., N 19, ოფისი N16,
contact@farmina.ge
3. ფარმინა იტოვებს უფლებას აიღოს მომხმარებლის განთავსებული კონტენტი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუ არსებობს ეჭვი საავტორო უფლებების დარღვევაზე. ასეთ შემთხვევებში ფარმინა ასევე აუქმებს მომხმარებლის პროფილს.
ლინკები სერვისებიდან:
თუ სერვისი მოიცავს ლინკებს სხვა საიტებზე და მესამე მხარის რესურსებზე, ეს ლინკები მხოლოდ თქვენთვის მოსახერხებელი პირობების შექმნისთვისაა. ეს მოიცავს რეკლამის ლინკებს, მათ შორის, ბანერებსა და დასპონსორებულ ლინკებს. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამ საიტების თუ რესურსების კონტენტს და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მათგან გამოწვეულ რაიმე სახის დაზიანებაზე. თუ გადაწვეტთ ამ ლინკებზე გადასვლას, ამაზე პასუხისმგებლობას იღებთ თქვენ და ექვემდებარებით მათ საიტზე განთავსებულ პირობებს და წესებს.